ჯიბუტი ზურაბ ვლადიმერის ძე
ჯიბუტი ზურაბ ვლადიმერის ძე

ჯიბუტი ზურაბ ვლადიმერის ძე (06.IV.1955, თბილისი), ფიზიკოსი. დაამთავრა  თსუ-ის  ფიზიკის ფაკ-ტი (1977). მუშაობდა სსგ "მიონში" უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1977-1984) და თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე ჯერ ლაბორ. და შემდგომ  რესპ. სამეცნ.  ცენტის ხელმძღვანელად  (1984 -2006). დაიცვა ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდიდატის დისერტაცია თემაზე “Исследования свойств радиационных дефектов в В GaAs и механизма их лазерного отжига”, (1989) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: “Механизмы импульсного фотонного отжига в полупроводниках с ковалентными и смешанными связями”, (2006). იყო სამეც.-კვლ. ინ-ტში „ტალღა“-ში  განყ-ბის უფროსი და სამეცნ. საბჭოს თავ-რე  (2007 – 2012), ვაშინგტონის კორპორაცია “ლიქუიდ ლაით ინკ”-ის (ფილიალი საქართველოში) უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (2007-2011), თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის  მოწვეული ლექტორი  (2008-2013), საქართვ. ტექ. უნ-ტის პროფესორი  (2010-2012). ჯ. ზ. არის საქართვ. აგრ. უნ-ტის პროფესორი (2011-დან), თბილ. თავისუფალი უნ-ტის მოწვეული ლექტორი (2019-დან), მიკრო და ნანოელექტრონიკის ს/კ ინ-ტში  ლაბორ. ხელმძღვ. (2012-დან), თსუ-ის საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტთან არსებული  გამოყენებითი ნახევარგამტარული ტექნოლოგიების სამეც.-კვლ. ინ-ტში  განყ-ბის ხელმძღვ. (2008-დან). ავტორი და თანაავტორია: 5 სახელმძღვანელო - წიგნის, 113 სამეცნ. სტატიის, მათ შორის: ,,The Electronic Mechanism of Melting of Semiconductor Materials, New Developments in Material Science,“ (New Science publishers, Inc. New York, 2011); ,,Polychromator" - a Method for Studying the Selective Integral Photosensitivity of Semiconductor Materials and Devices,IEEE Transactions on Instrumentation & Measurement, Vol.70, 2021). არის 8 პატენტის, მათ შორის 1 ევროპული, 71 მოხსენების საერთაშ. კონფერენციებზე.  კოლეგებთან ერთად დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვიის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნ. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებისათვის (2014). კოლეგებთან ერთად მიღებული აქვს  საქართვ. სამეცნ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების 14 გრანტი. არის საქართვ. საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ნამდვილი წევრი (2018-დან). ჯ. ზ.-ს სამეცნ. მოღვაწეობის სფეროებია: მიკრო - და ნანოელექტრონიკა, ფოტონიკა, ფიზიკა მედიცინაში.

თხზ.: ჯიბუტი, ზ.  (თანაავტორი). (2015). ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკაში. თბ., საქართვ. აგრარული უნ-ტი, ISBN 9789941077067; ჯიბუტი, ზ.  (თანაავტორი). (2018). ლაბორატორიული სამუშაოები ფიზიკაში, (მეორე, გადამუშ. გამოც.). თბ., საქართვ. აგრარული უნ-ტი, ISBN 9789941278532.