ჯიბუტი რევაზ
ჯიბუტი რევაზ

ჯიბუტი რევაზ (31.VIII.1934, ჩოხატაური - 27.III.1992, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1957). დაიცვა საკანდიდატო (1963) და სადოქტორო დისერტაციები ბირთვულ ფიზიკაში (1970). მიენიჭა ფიზიკა-მათემატიკის დოქტორის სამეცნ. ხარისხი (1972), პროფესორის წოდება(1980), მეცნ. დამსახურებული მოღვაწის საპატიო წოდება (1985). იგი გახდა საბჭ. კავშირის სახელმწ. პრემიის ლაურეატი (1977). მუშაობდა საქართვ. სსრ მეცნ. აკადემიის ფიზიკის ინ-ტში (1960-1962 და 1964-1980), თსუ-ში (1962-1964), ფიზიკის ინ-ტში ბირთვული ფიზიკის განყ-ბის ხელმძღვანლად, ხოლო თსუ-ში-კათედრის გამგედ (1980 -დან). იკვლევდა მსუბუქი ბირთვების სტრუქტურასა და ბირთვულ რეაქციებს. ჯ. რ. არის ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1971) პროფესორი (1980), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1985). მიღებული აქვს სსრკ სახ. პრემია-მაღალი ენერგიების Y-კვანტებით მსუბუქი ბირთვების ფოტოგახლეჩის თეორიაში შრომათა ციკლისათვის (1977). მიუხედავად იმისა რომ პროფესორი ჯ.რ. თეორეტიკოსი იყო, მას მჭიდრო კავშირი ჰქონდა ექსპერიმენტატორებთან როგორც საქართველოში, ასევე დუბნის მაღალი ენერგიების საერთაშ. ინ–ტში, უკრაინის მეცნ. აკადემიის ფიზიკა-ტექნიკურ ინ–ტისა და მსგავს სამეცნ. ცენტრებში. მან აღზარდა მრავალი მოწაფე, რ–ებიც წარმატებით აგრძელებენ მის კვლევებს.