ჯიბუტი ლადო ზურაბის ძე
ჯიბუტი ლადო ზურაბის ძე

ჯიბუტი ლადო ზურაბის ძე (05.I.1995, თბილისი), დაამთავრა  თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის   ბაკალავრიატი ფიზიკის მიმართულებით (2016). წარჩინებით დაამთავრა მაგისტრატურა ამავე ფაკ-ტის კონდენსირებული გარემოს ფიზიკის, მიკრო და ნანოელექტრონიკის მიმართულებით (2018). დაამთავრა საქართვ. სამეცნ. საგანმან. კომპიუტერული ქსელების ასოციაცია „გრენას“ CCNA კურსი (2018). ამავე ასოციაციის CCNP Route-ის კურსი (2019). გრანადის უნ-ტის (ესპანეთი)  დოქტორანტი  (საერთაშ. სადოქტორო კვლევითი პროექტი, 2019). CCNA-ის პროგრამის ინსტრუქტორი სასწ. ცენტრ IT Knowledge-ში  (2023). დღემდე არის თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის ფიზიკის დეპარტ., კონდენსირებული გარემოს ფიზიკის, მიკრო-და ნანოელექტრონიკის მიმართულების დოქტორანტი (2018-დან). დღემდე მიკრო და ნანოელექტრონიკის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში  იკავებს ინჟინრის თანამდებობას (2013-დან). ავტორი და თანაავტორი: 8 სამეცნ. სტატიის, მათ შორის: ,,Method for Studying the Selective Integral Photosensitivity of Semiconductor Materials and Devices,“ (IEEE Transactions on Instrumentation & Measurement, Vol.70, 2021); ,,Method and sistem of Pulsed Photon Irradiation for Modern Electronics Technologies,“ (Program and Abstracts 7th International Conference “Nanotechnology” (GTU nano 2024), p.85, (2024) October 7 – 11, Tbilisi, Georgia). ავტორია 3 პატენტის და საერთაშ. კონფერენციებზე 14 მოხსენების. დაჯილდოებულია ივ. ჯავახიშვიის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამეცნ. ფორუმზე წარმოდგენილი მოხსენებისათვის (2016). მიღებული აქვს  საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების 3 გრანტი.