-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯიბუტი გოჩა რევაზის ძე (05.I.1965, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი თეორ. ფიზიკის სპეციალობით, მისი სადიპლომო ნაშრომია: “ჩარმონიუმის წარმოშობა B - მეზონის დაშლებში” (1986). ჯ. გ.-ს მიენიჭა ფიზ. მათ. მეცნ. კანდ. აკად. დოქტორის ხარისხი სადისერტაციო ნაშრომზე: „ფსევდოსკალარული და ვექტორული მეზონების ელექტრომაგნიტური და სუსტი დაშლების შესწავლა არარელატივისტური და რელატივისტური კვარკული მოდელების ფარგლებში” (1992); მუშაობდა თსუ-ის ნ. ამაღლობელის სახ. მაღალი ენერგიების ფიზიკის ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციაზე (1986-2000). ჯ. გ.-ს სამეცნ. კვლევების სფერო: ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფენომენოლოგია სტანდარტული მოდელის ფარგლებში; არის 20-მდე სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, რ-თა უმეტესობა გამოქვეყნებულია მაღალი იმფაქტ ფაქტორის მქონე საერთაშ. სამეცნ. ჟურნ., ასევე განთავსებულია მაღალი ენერგიების ფიზიკის საერთაშ. სამეცნ. ბაზაში, მაგ.: „Production of S Wave Charmonium States in the B(c) Mesons Decays“ (In Russian) (Sov.J.Nucl.Phys. 50, 664-667, 1989); „Two particle decays of B/c mesons with S wave bound states of heavy quarks“ (In Russian) (Sov.J.Nucl.Phys. 51, 1061-1063, 1990); „Double-photon decays of B/s and B/d mesons in the MSSM“ (Phys.Lett.B 429, 48-50, 1998). ჯ. გ. არის მრავალი ადგილ. და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციისა და საგრანტო პროექტის მონაწილე; ფინანსური კომპანიის „Unified Payment System“ დირექტორი.