ჯიბუტი გიორგი თენგიზის ძე (15.X.1985, ქუთაისი). ქიმიკოსი, ქიმიის აკად. დოქტორი (2014). დაამთავრა ქუთაისის №18 საშ. სკოლა (2000), შემდეგ კი ქუთაისის ნიკო კეცხოველის სახ. საბუნებისმეტყველო ლიცეუმი (2002). უგამოცდოდ ჩაირიცხა თსუ-ის ქიმიის საბაკალავრო პროგრამაზე, რ-იც წარჩინებით დაასრულა და სწავლა განაგრძო ამავე უნ-ტის ქიმიის სამაგისტრო პროგრამაზე. ქიმიის მაგისტრის ხარისხის მიღების შემდეგ (2010) დაიწყო სადოქტორო კვლევა თსუ-ში აკად. ბეჟან ჭანკვეტაძის ხელმძღვანელობით. წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ქირალური ნივთიერებების დაყოფის ოპტიმიზაცია მაღალეფექტურ სითხურ ქრომატოგრაფიაში პოლისაქარიდული ქირალური სტაციონარული ფაზების გამოყენებით“ (2014). კონკურსის საფუძველზე დაინიშნა თსუ-ის ფიზ. და ანალიზური ქიმიის კათედრის ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე (2015). ამჟამად კითხულობს სალექციო კურსებს ფიზ. და ანალიზური ქიმიის მიმართულებით ქიმიის საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო საფეხურებზე. ჯ. გ. იყო მოწვეული პროფესორი სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტი საქართვ. ქიმია-ბიოქიმიის პროგრამაში (2015), მოგვიანებით კი აღნიშნული პროგრამის კოორდინატორიც. იგი არის თსუ-ის ქიმიის ინგლისურენოვან პროგრამის ხელმძღვ., რ-იც შექმნილია სან დიეგოს სახელმწ. უნ-ტის ანალოგიური პროგრამის საფუძველზე (2019) და მოიპოვა ამერიკის ქიმ. საზ-ების აღიარება. ჯ. გ. არის „ამერიკის ქიმიური საზოგადოება-საქართველოს ქიმიის საერთაშორისო სამეცნიერო ასოციაციის“ თანადამფუძნებელი და სხვადასხვა პერიოდში იკავებდა პრეზიდენტის, ხაზინადარისა და მდივნის პოზიციებს. ჯ. გ. ხელმძღვანელობს SMART|AtmoSim-LAB-ს, რ-იც შეიქმნა ქართულ-გერმ. სამეცნ. ხიდის ფარგლებში. აღნიშნული ლაბორ. ბაზაზე მონაწილეობს ევროკავშირის „ჰორიზონტი ევროპა“ პროექტში Net4Cities. (2025-დან). ასევე მონაწილეობს იტალიის კვლევების ეროვნ. საბჭოსა და შ. რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ბილატერულ პროექტებში. მისი სამეცნ. ინტერესებია ატმოსფერული დაბინძურების კვლევა, ინსტრუმენტული ანალიზი, ენანტიომერების დაყოფა და მოლეკულური მოდელირება. ჯ. გ. არის იმპაქტ ფაქტორიან სამეცნ. ჟურნალებში გამოქვეყნებული 11 სტატიის თანაავტორი: „Unravelling dispersion forces in liquid-phase enantioseparation. Part I: Impact of ferrocenyl versus phenyl groups“ (2023); „Enantioseparation of organometallic compounds by electromigration techniques“ (2024); „Insights Into the Enantioseparation of Polyhalogenated 4,4′-Bipyridines With a Cellulose Tris(3,5-Dimethylphenylcarbamate)-Based Chiral Column by Using Supercritical Fluid Chromatography“ (2025); „Study on enantioselective recognition of metofoline enantiomers with cyclodextrins using capillary electrophoresis, nuclear magnetic resonance spectroscopy and molecular modeling techniques“ (2026).