ჯიბლაძე თეიმურაზ (სოსო) ვასილის ძე
ჯიბლაძე თეიმურაზ (სოსო) ვასილის ძე

ჯიბლაძე თეიმურაზ (სოსო) ვასილის ძე (8. II. 1947, ოჩამჩირე – 20. VII. 1998, თბილისი), გეოგრ. მეცნ. კანდ., დოცენტი (1992).  დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი მეტეოროლოგიის სპეციალობით (1968), მუშაობდა თბილ. ამინდის ბიუროს ოპერატიულ ჯგუფში ინჟინერ-სინოპტიკოსად; თბილ. ავიამეტეოსადგურში ინჟინერ-სინოპტიკოსად (1970-დან), თსუ-ის მარტყოფის ფიზ.-გეოგრ. სტაციონარში ინჟინრის თანამდებობაზე (1972-დან), თსუ-ის აეროკოსმოსური მეთოდებით გარემოს მდგომარეობათა შემსწავლელ სამეცნ.-კვლევით ლაბ-ში უმცრ. (1985-დან), შემდეგ უფროს მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე (1988-დან). ამავდროულად შეთავსებით იყო თბილ. სულხან-საბა ორბელიანის სახ. სახელმწ. პედაგ. უნ-ტის გეოგრ. კათედრაზე (1995-1996), თსუ-ის სოხუმის ფილიალის გეოგრ. კათედრაზე დოცენტის თანამდებობაზე (1996-დან). ჯ.თ. მონაწილეობდა ევრაზიის მთიანი რეგიონების შემსწავლელ სამეცნ.-საველე ექსპედიციებში. ხელ-და რაჭის, ქვემო ქართლის, ჯავახეთის, ზემო იმერეთის, ჩრდილოეთ კავკასიისა და სხვა ექსპედიციებს (1988-1989). მონაწილეობდა შორეულ ექსპედიციებში: კამჩატკაზე, კურილიის კუნძულებზე, შორეულ აღმოსავლეთში, ხიბინის მთებში, კარპატებში, ყირიმში. საკანდიდატო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ბუნებრივ-ტერიტორიულ კომპლექსებში მზის ენერგიის ტრანსფორმაციის საკითხები“ (1985). გამოქვეყნებული აქვს 20-მდე სამეცნ. ნაშრომი: „მასალები ლისის ტბის ალგოფლორისათვის“ (თსუ-ის შრომები, 1949, ტ. 33-a); „ბოლნისის რაიონის ალგოფლორა“ (თსუ-ის შრომები, 1968, ტ. 123 „მასალები ცენტრალური და აღმოსავლეთი კავკასიონის მინერალური წყაროების ალგოფლორის შესწავლისათვის“ (თსუ-ის შრომები, 1969, ტ. 103);

თხზ.: Джибладзе, Т.  (1976). Ландшафтные исследования на Марткопском стационаре., Тб.