-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯიბლაძე მერაბ იოსების ძე ( 14. IV. 1941. ქ. თბილისი-15. II. 2016 იქვე), ფიზიკოსი, თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრის პროფესორი, ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ფიზ. ფაკ-ტი (1964). მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკადემიის კიბერნეტიკის ინ-ტში უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად (1964). ასპირანტურის კურსი გაიარა მოსკოვის ლებედევის სახ. ფიზ.-ის ინ-ტში აკად. ა. პროხოროვის (ნობელის პრემია ფიზიკაში 1964) ხელმძღვანელობით (1964-1967), ფიზ. -მათ. მეცნ. კანდ. (1969), დოცენტი (1974), ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1989), პროფესორი (1990), თსუ-ის რადიოფიზიკის კათედრაზე დააარსა სპეციალიზაცია ,,ლაზერების ფიზიკა“და ,,კვანტური ელექტრონიკის“ სამეცნ.-კვლ. ლაბორ. (1974), კითხულობდა ლექციებს ლაზერების ფიზიკაში (1970-2006), იყო საქართვ. განათლების მინისტრის მოადგილე უმაღლ. განათლების დარგში (1991-1992), ამერიკის ფიზ. საზ-ების წევრი (1993), გამოქვეყნებული აქვს 300-მდე სამეცნ. ნაშრომი, 22 გამოგონება და პატენტი, 14 მონოგრაფია და 6 სახელმძღვანელო. სამეცნ. სფერო ეხება ბოჭკოვანი ლაზერების გენერაციის კინეტიკას. ჯ. მ.-ის კვლევების შედეგად შექმნა ახალი ტიპის წვრილღეროვანი მძლავრი ლაზერები, რ-იც წარმატებით იქნა გამოყენებული კოსმოსურ ხომალდებზე. ეს გამოგონება დაჯილდოვდა სსრკ კონკურსის ვერცხლის მედლით. ჯ.-ის სადოქტორო დისერტაცია თემაზე „მძლავრი ტალღაგამტარული ლაზერები“ -ის სრული ტექსტი გამოქვეყნდა ჟურნ. „კვანტური ელექტრონიკის“ ინგლისურენოვან ვერსიაში. ჯ. მ.-მა დაადასტურა ლაზერის სხივის ჩანაცვლების ეფექტურობა არაკოჰერენტული სხივით მედიცინაში, მკურნალობის ხარჯის ეკონომიისთვის, შექმნა ზოგადი ფიზიკის კურსი უნ-ტისთვის. ეკუთვნის საჯარო სკოლებში ფიზიკის ახლებურად სწავლების კონცეფცია და ამ კონცეფციაზე დაყრდნობით შექმნილი ფიზიკის სახელმძღვანელო ,,შესავალი ფიზიკაში“ და ,,სამედიცინო ფიზიკის კურსი სტუდენტებისთვის“ (2014), მონოგრაფია ,,ქვანტური მედიცინა“, რ-იც გამოაქვეყნა გერმანულმა გამომც. „LAMBERT Academic Publishing“ (2014). არჩეულია აშშ-ის ფიზ. საზ-ების წევრად. მინიჭებული აქვს პეტრე მელიქიშვილის სახ. პრემია. აირჩეულია საკავშირო სამეცნ.-საკოორდინაციო საბჭოს წევრად ლაზერული და არაწრფივი ოპტიკის დარგში.
თხზ.: ჯიბლაძე, მ. (2004).ზოგადი ფიზიკა. უნ-ის გამ-ბა, ISBN 9994020943; ჯიბლაძე, მ. (2013). შესავალი ფიზიკაში. საზოგადოება ცოდნა, ISBN: 9789941411700; ჯიბლაძე, მ. (2014). ატომის ბირთვის კრისტალური მოდელი. საზოგადოება ცოდნა, ISBN:9789941411786; ჯიბლაძე, მ. (2014). სამედიცინო ფიზიკა, სახელმძღვანელო. საზოგადოება ცოდნა, ISBN: 9789941064357; Джибладзе, М. (2014). Миф или реальность. Общество Знание, ISBN: 97899414118164 ; Джибладзе, М. (2015). Бурная жизнь солнца. Общество Знание.