ჯიბლაძე მამუკა
ჯიბლაძე მამუკა

ჯიბლაძე მამუკა (05.IV.1958, ქ. თბილისი), ქართვ. მათემატიკოსი. დაამთავრა  თბილ. პირველი საშ. სკოლა (1975), თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1980), თსუ-ის მათ. განყ-ბის ალგებრის კათედრის ასპირანტურა (1984). მუშაობა დაიწყო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის ალგებრის განყ-ბაში (1984), არის ინ-ტის მათ, ლოგიკის განყ-ბის გამგე (2012-დან).  მიენიჭა მეცნ. დოქტორის ხარისხი ლუვენ-ლა-ნევის უნივერსიტეტში (ბელგია, 2001). მისი ხელმძღვ. დაცული იქნა სამი სამაგისტრო ნაშრომი, ამჟამად ჰყავს ორი დოქტორანტი. ჯ. მ.-ს კვლევის საგანია კატეგორიათა თეორია, ჰომოლოგიური ალგებრა და ალგებრული ლოგიკა. მისი ნაშრომები გამოქვეყნებულია მრავალ საერთაშ. აღიარების სამეცნ. ჟურნალებში. ჰქონდა ბევრი მიწვევა საერთაშ. სამეცნ. ცენტრებში ერთობლივი კვლევისათვის, აქვს ერთობლივი სამეცნ. ნაშრომები მრავალ ქართველ, ევროპელ და ამერიკელ მათემატიკოსთან. თ. ფირაშვილთან ერთად აგებული და შესწავლილი აქვს ალგებრული თეორიების კოჰომოლოგიის ჯგუფები. პ. ჯონსტონთან ერთად მიღებული აქვს ფარდობითი გადისკრეტულების ლოკალის აღწერა. ჰ. ბაუესთან ერთად შეიმუშავა ადამსის სპექტრული მიმდევრობის მესამე დიფერენციალის გამოთვლის მეთოდი. ალ. ელაშვილთან და დ. პატარაიასთან ერთობლივ შრომაში მიიღო სხვადასხვა რიგის ციკლურ ჯგუფთა წარმოდგენების ჯერადობათა შორის კავშირის კომბინატორული აღწერა. ლ. ესაკიასთან და დ. პატარაიასთან ერთობლივ შრომაში შეისწავლა გაიშვიათებული ტოპოსების კლასი. გ. ბეჟანიშვილთან და ს. გილარდისთან ერთად შესწავლილი აქვს wK4 ლოგიკის გაფართოებათა თვისებები. ალ. ელაშვილთან და ვ. კაცთან თანამშრომლობით მოახდინა ნახევრადმრატივი ლის ალგებრების ნახევრადმარტივი ციკლური ელემენტების კლასიფიკაცია. მ. ბუნგესთან, ჯ. ფანკთან და თ. შტრაიხერთან ერთად გამოიკვლია ტოპოსური განაწილებების ალგებრები. მიღებული აქვს აწევის ფუნქტორის ინიციალური ალგებრის აღწერა. დადგენილი აქვს თანადობა გეომეტრიულ მორფიზმებსა და დაინდექსებულ ტოპოსებს შორის. ჯ. მ.-ს მიღებული აქვს მრავალი გრანტი რ-ც საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდისა, ასევე მსოფლიოს წამყვანი სამეცნ. ფონდებისა INTAS, CRDF. არის მათ. ჟურნ. Georgian Mathematical Journal და Transactions of A. Razmadze Mathematical Institute სარედაქციო კოლეგიების წევრი.