ჯგერენაია ემზარ მურმანის ძე
ჯგერენაია ემზარ მურმანის ძე

ჯგერენაია ემზარ მურმანის ძე (19.IX.1963, გალი), თსუ–ის ეკონ. და  ბიზნესის  ფაკ–ტის, საერთაშ.  ეკონ.  და  ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტის ფინანსებისა და კრედიტის  სპეციალობა (1981-1986), თსუ–ის ჟურნალისტიკის  ფაკ-ტი (1982-1985). ეკონომიკის ფაკ-ტის ასპირანტურა (1986-1989). დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ნაღდი ფულის მიმოქცევის დაგეგმვის პრობლემები საქართველოში“ და მიენიჭა ეკონომიკის აკად. დოქტორის ხარისხი (1990). თსუ–ის ,,Bloomberg-ის“ ფინანს. ბაზრების ლაბორ. ხელმძღვ. (2016–დან), სამეცნ.-ანალიტიკური ჟურნ. „საქართველოს ეკონომიკის“ დამფუძნებელი და მთ. რედაქტორი (1997). სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა „ვნეშეკონომ ბანკის“ თბილ. ფილიალში. საქართვ. „ექსიმბანკში“ საერთაშ. სავალუტო ოპერაციების და სახელმწ. საგარეო პროექტების ხელმძღვანელის თანამდებობაზე. „გაერთიანებულ ქართულ ბანკში“ გენ. დირექტორის პირველ მოადგილედ, საქართვ. ფინანსთა სამინისტროში დეპარტამენტის თავ-რის მოადგილედ, იყო საქართვ. ანტიმონოპოლიური სამსახურის თავ-რე. „სანტ-გობეინისა“და „დანფოს ჯგუფის“ ოფიც. წარმომადგენელი საქართველოში. გამოაქვეყნა 90-მდე სამეცნ. სტატია, მონოგრაფიები და სახელმძღვანელოები.

თხზ.: ჯგერენაია, ე. (2002).  საბაჟო საქმის ტექნოლოგიის  საფუძვლები. თბ., ინტელექტი; ჯგერენაია, ე. (2004). პოლიტ-ეკონომიკური  სატირა-1. თბ.; ჯგერენაია, ე. (2009).  პოლიტ-ეკონომიკური  სატირა -2. თბ, პოლიექსარესი; ჯგერენაია, ე. (2016). პოლიტ-ეკონომიკური  სატირა - 3. თბ.