ჯებირაშვილი დალი მიხეილის ასული
ჯებირაშვილი დალი მიხეილის ასული

ჯებირაშვილი დალი მიხეილის ასული (5.I.1954, თბილისი), ფსიქოლ. მეცნ. მაგისტრი. დაამთავრა თსუ-ის ფილოს. და ფსიქოლ. ფაკ-ტი ფსიქოლ. სპეციალობით (1976), მუშაობდა შრომისა და საინჟ. ფსიქოლ. კათედრაზე ლაბორანტის პოზიციაზე (1976-1994), დაამთავრა ასპირანტურა ფსიქოლ. მიმართულებით (1989). სხვადასხვა დროს იყო შრომისა და საინჟ. ფსიქოლ. კათედრის პედაგოგი (1994–2007) და ფსიქოლ. ფაკ-ტის მოწვეული პედაგოგი (2007–2009). იკავებს ჰუმანიტარულ-ეკონ. კოლეჯის, “საეროს”, დირექტორის თანამდებობას (1999-დან). მუშაობდა პროფესორის პოზიციაზე შემდეგ სასწ. დაწესებულებებში: თბილ. უნ-ტი; საგარეო ეკონ. ურთიერთობათა უნ-ტი; გრ. ფერაძის სახ. უნ-ტი; თბილ. დამოუკიდებელი უნ-ტი “ეგრისი” (2004-2013). არის დამოუკიდებელი უნ-ტი “აღმაშენებელის” რექტორი (2010-2013). იკავებს ფსიქოლოგის პოზიციას საქართვ. საპატრიარქოს წმ. თამარ მეფის სახ. უნ-ტში და დ. აღმაშენებლის სახ. აკადემიაში (2022-დან). არის ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის წევრი.