-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე მინისტრი ფილოლოგი აკადემიკოსი
ჯაველიძე ელიზბარ დიმიტრის ძე (05.VIII.1937, თბილისი), თურქოლოგი, ლიტერატურათმცოდნე, კრიტიკოსი, საქართვ. მეცნ. ეროვ. აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყ-ების აკადემიკოს-მდივანი (2021). დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1961). ჯ. ე. იყო გ. წერეთლის სახ. აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტის თურქოლ. განყ-ბის უმცროსი, უფრ., წამყვანი, მთ. მეცნიერ-თანამშრომელი (1962-2006); ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1966); ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1975); თსუ-ის პროფესორი (1986-1994). იგი კითხულობდა სალექციო კურსს თურქ. ლიტ-რის ისტორია; იყო: ჟურნ. „კრიტიკის“ რედ. (1985-1986); გაზ. „ლიტერატურული საქართველო“ (1986-1990), „საქართველოს სამრეკლო“ (1993), „კოლხური კოშკი“ (1994), „სამრეკლო“(1995); „ახალი ერა“ (2000-2004), „აისი“ (2004-2006); საქართვ. მეცნ. ეროვნ. აკადემიის წ.-კორ. (1986); საქართვ. რესპ. განათლების მინისტრი (1991); საქართვ. პარლამ. წევრი (1999-2004); ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტისა (1999-2003) და საქართვ. პარლამ. ფრაქცია „XXI საუკუნის“ თავ-რე ( 2002- 2004); საქართვ. მეცნ. როვნ. აკადემიის აკადემიკოსი (2013); ეროვნ. პრობლემათა შემსწავლელი კომისიის თავ-რე (2015-2023). ჯ. ე.-ს მიენიჭა აზერბაიჯანის კულტურის დამს. მუშაკის საპატიო წოდება (1989); იგი არის ქ. ჩოლოყაშვილის სახ. ორდენის კავალერი (2018); მას მიღებული აქვს დავით აღმაშენებლის სრულიად საქართვ. ისტორიულ ლიტ. პრემია (2010); ლიტ. პრემია „საგურამო" (2013); გ. წერეთლის სახ. პრემია აღმოსავლეთმცოდნეობის დარგში შეტანილი წვლილისათვის (2021). ჯ. ე.-ის კვლევის სფეროებია: აღმოსავლური, შუა საუკუნეების თურქულენოვანი ლიტ. მემკვიდრეობის ფილოს. და ზნეობრივ-ესთეტ. პრობლემები, სუფიზმის მსოფლმხედველობის ძირეული საკითხები.
თხზ.: ჯაველიძე, ე. (1988). თურქული პოეტიკა: [მოკლე კურსი]. თბ., განათლება; ჯაველიძე,ე. (2013); თურქული ლიტერატურის სათავეებთან: 3. თბ.; ჯაველიძე, ე. (2016). ფუზული: (მონოგრაფია). თბ., უნივერსალი, ISBN 9789941227134; ჯაველიძე, ე. (2020). ოდეს შავისგან თეთრის გამორჩევის ჟამი დადგება: 1. თბ., საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა, ISBN 9789941820892; ჯაველიძე, ე. (2021). განთიადის გამნათებელ ღმერთს ველტვი: რათა უკუნი ღამის ბოროტებას განვერიდო: 2. თბ., საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა, ISBN 9789941829697; ჯაველიძე, ე. (2022). დივანის ლიტერატურა. თბ., საქ. მეცნ. აკად. გამ-ბა, ISBN 97809941850219.