-
ავტორი
- კატეგორიები: ეკონომისტი
ჯავახიშვილი რევაზ გიგას ძე (5.I.1936, სოფ. ტიბაანი, სიღნაღის რ-ნი), ეკონ. დოქტორი, თსუ-ის ეკონომიკის ინ-ტის განყ–ების ხელმძღვ., მთ. მეცნიერ–თანამშრომელი, ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი, საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკად. აკადემიკოსი. დაამთავრა თსუ–ის ეკონომიკის ფაკ-ტი (1960) და საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტის ასპირანტურა (1965), ეკონ. მეცნ. კანდ. (1972), უფრ. მეცნ. თანამშრომელი (1980), თსუ დოცენტი (1996), ეკონომიკის დოქტორი (2007). საქართვ. მეცნ. აკად. ეკონ. და სამართ. ინ-ტის უმცროსი მეცნიერ–თანამშრომელი (1900-1962; 1968-1972), უფრ. მეცნიერ–თანამშრომელი (1972-1981; 2006-2018), არასაწარმოო სფეროს ეკონ. პრობლემების განყ–ების ხელმძღვ. (1981-1991), სოც. ინფრასტრუქტურის ეკონ. ლაბორ. ხელმძღვ. (1991-2006), საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების განყ–ების ხელმძღვ. (2018). მისი მეცნ. კვლევის ინტერესები მოიცავს ეკონ. თეორიის, საბაზრო ეკონ. ფორმირებისა და ფუნქციონირების, სოც. ინფრასტრუქტურის დარგთა ეკონომიკის, მაკეტინგისა და საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების, ეკონ. ინოვაციური სისტემის დანერგვის, ეკონ. მდგრადი და უსაფრთხო განვითარების პრობლემებს, რომელთა ირგვლივ მან შექმნა 150-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი, რომელთაგან 130-ზე მეტი გამოქვეყნებულია, მ.შ. 5 მონოგრაფია და 3 სახელმძღვანელო. ჯ.რ.-ს მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ახალგაზრდა კვალიფიციური სპეციალისტებისა და სამეცნ. კადრების მომზადებაში. ათეული წლების მანძილზე სალექციო მუშაობას ეწეოდა თსუ-ის პოლიტ. ეკონომიის, ვაჭრობის ეკონ. და მარკეტინგის კათედრებზე (1965-2006), იყო თსუ-ის კახეთის (სიღნაღის) ფილიალის მარკეტინგის კათედრის გამგე, პროფესორი (1997-2006), თბილ. სავაჭრო-ეკონ. ინ-ტის პრორექტორი სასწ. დარგში, პროფესორი (1971-2005), გორის სახელმწ. ეკონომიკის ინ-ტის პროფესორი (1995-2005), თეუსუ-ს მარკეტინგისა და საერთაშ. ბიზნესის კათედრის გამგე, პროფესორი (1997-2003), თბილ. სასწ. უნ–ტის პროფესორი (2009-2018). მისი ხელმძღვანელობით მომზადებულმა 6 ასპირანტმა, 50-ზე მეტმა ბაკალავრმა და მაგისტრანტმა წარმატებით დაიცვა საკვალიფიკაციო ნაშრომი და მიენიჭა ძიებული ხარისხი. საყურადღებოა ჯ.რ.-ს სარედ.-საგამომცემლო და საზ–ებრივი საქმიანობა. იყო ჟურნ. „საქართველოს ეკონომისტის“ რედ. განყ–ების გამგე (1965-1968), საერთაშ. რეცენზირებადი და რეფერირებადი ჟურნ. „მეცნიერება და ცხოვრების“ მთ. რედაქტორი (2010-2018), ჟურნ. „ეკონომისტის“ (2009-2015), თსუ–ის ეკონომიკის ინ-ტის ყოველწლიური სამეცნ. შრომებისა (2008-2026) და საერთაშ. სამეცნ. კონფერენციების მასალების კრებულების (2022-2026) სამეცნ. -სარედ. კოლეგიის წევრი, საქართვ. ვაჭრობის სამინისტროს კოლეგიისა და „ცეკავშირის“ გამგეობის მეცნიერ-კონსულტანტი (1975-1990), საქართვ. ეკონ. სამეცნ. საზ-ების (1980) და საქართვ. ჟურნალისტთა ფედერაციის (1971) წევრი. დაჯილდოებულია საქართვ. სსრ განათლების სამინისტროს მედლით (1954) და პ. გუგუშვილის მედლით (2019). გამოცხადებული აქვს საქართვ. პრეზიდენტის მადლობა საქართვ. ეკონომიკაში გატარებულ რეფორმებში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი სამეცნ. პედ. და საზ–ებრივი საქმიანობისთვის(2003). საქართვ. ბიზნესის მეცნ. აკად. საპატიო სიგელი (2015), თბილ. მერიისა და საბურთალოს გამგეობის მიერ მინიჭებული აქვს „ამაგდარი საბურთალოელის“ საპატიო წოდება (2012).
თხზ.: ჯავახიშვილი, რ. (1979). საქართველოს სსრ საზოგადოებრივი კვების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის საკითხები. თბ., გამომც. მეცნიერება; ჯავახიშვილი, რ. (თანაავტორი). (1981). საბჭოთა საქართველო:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. მეცნიერება; ჯავახიშვილი, რ. (1987). საქართველოს სსრ საცალო ვაჭრობის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფის გზები. თბ., გამომც. მეცნიერება; ჯავახიშვილი, რ. (თანაავტორი). (1996). სავაჭრო საწარმოს ეკონომიკა. თბ., გამომც. „შპს ქართული ფილმი“; ჯავახიშვილი, რ. (2004). საერთაშორისო ბიზნესის პრობლემები. თბ., გამომც. მეცნიერება; ჯავახიშვილი, რ. (თანაავტორი). (2009). ეკონომიკური ინტეგრაციის პერსპექტივები ცენტრალურ კავკასიაში:[მონოგრაფია]. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941126048; ჯავახიშვილი, რ. (თანაავტორი). (2009). მარკეტინგი. თბ., გამომც. უნივერსალი, ISBN 9789941120336; ჯავახიშვილი, რ. (2015). საქართველოს საგარეო ვაჭრობის ევროპული კურსი. თსუ–ის ეკონ. ინ-ტის საერთაშ. სამეცნ.-პრაქტიკული კონფერენციის მასალების კრებ. თბ., თსუ–ის ეკონ. ინ-ტის გამომც. IBSN 9789941134357; ჯავახიშვილი, რ. (2020). პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დინამიკა და გეოგრაფია საქართველოში. თბ., თსუ–ის ეკონ. ინ-ტის სამეცნ. შრომების კრებ. ტ. XIII; ჯავახიშვილი, რ. (2025). საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი და მისი მართვის სრულყოფის ძირითადი მიმართულებები. თსუ–ის ეკონ ინ-ტის საერთაშ. სამეცნ. კონფერენციის მასალების კრებ. თბ., თსუ–ის ეკონ. ინ-ტის გამომც. IBSN 9789941364204.