- კატეგორიები: ისტორიკოსი ასოცირებული პროფესორი
ჯავახიშვილი ნიკოლოზ გიორგის ძე (12. IX. 1972, ქ. თელავი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტ. (2003), თსუ ისტ. ფაკ. პროფ. (2003-2006), ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი (2006-დან). თსუ ჰუმანიტ. მეცნ. ფაკ. ასოც. პროფ. (2009-დან), ლატვიის მეცნ. აკად. საპატიო დოქტორი (2014), ლატვიის მეცნ. აკად. აკადემიკოსი/უცხოელი წევრი (2022). დაამთავრა თსუ ისტ. ფაკ. (1995). მუშაობს თსუ-ში (1994-დან). ქარ. დიპლომატიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის მეცნ.-თანამშრ. (1994-2006). კითხულობს ლექციებს თსუ-ში (1997-დან). მათ შორისაა სასწავლო კურსები: „საქართველოს ისტორია (1917-დან-დღემდე); „საქართველოს სოციალური და ეკონომიკური ისტორია (XIX-XXI სს.)“; „ქართული ემიგრაციის ისტორია (XX-XXI სს.)“; „ქართული ნუმიზმატიკა, ბონისტიკა, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია, ფალერისტიკა, სფრაგისტიკა“ და სხვ. საფუძველი ჩაუყარა საქართველოში დამხმარე საისტ. დარგების - ფალერისტიკისა და ბონისტიკის საკითხების კვლევას. არის წევრი: თსუ წარმომადგენლობითი საბჭოსი (2022-2025); თსუ საერთო-სადისერტაციო საბჭოსი (2023-დან); თსუ ივანე ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოსი (2018-დან); საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს სათათბირო ორგანოს - ეროვნ. საფოსტო საგადასახადო ნიშნების გამოცემის მუდმივმოქმედი კომისიისა (2022-დან); თსუ ჰუმანიტარულ მეცნ. ფაკ-ტის საბჭოსი (2026-დან). ავტორია 200-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომისა, მათ შორის 22 წიგნისა, რომლებიც გამოქვეყნებულია საქართველოში და საზღვარგარეთ. მის ნაშრომებში შესწავლილია აქტუალური საკითხები საქართვ. და კავკასიის ისტ., ასევე დამხმარე საისტ. დარგებისა, რომელთა შორისაა: ბონისტიკა, ფალერისტიკა, ნუმიზმატიკა, ჰერალდიკა, ვექსილოლოგია, გენეალოგია და დიპლომატიკა. იყო წევრი: საქართვ. თანამედროვე სახელმწ. გერბის ესკიზის დამდგენი ჟიურისა (2004); საქართვ. ეროვნ. ბანკთან არსებული „ფულის ნიშნებისა და საიუბილეო მონეტების თემატიკის განსაზღვრისა და დიზაინის ესკიზის შემრჩევი კომისიისა“ (2005-2009); საქართვ. პარლამენტთან არსებული ჰერალდიკის სახელმწ. საბჭოს ჰერალდიკის საკითხების განმხილველი მუდმივმოქმედი კომისიისა (2008-2021); საქართვ. უმაღლ. და საშ. საგანმან. დაწესებულებათა საგანმან. პროგრამების აკრედიტაციის საბჭოსი (2018-2019). საქართვ. ახალგაზრდა მეცნიერთა და შემოქმედთა პრემიის „წინანდალი“ პირველი ლაურეატი ჰუმანიტარულ მეცნ. დარგში (2001), ახალგაზრდა მეცნიერთა საპრეზიდენტო სტიპენდიის მფლობელი (1997-2000).
თხზ.: ჯავახიშვილი, ნ. (2005). ნარკვევები ქართველი და ადიღელი ხალხების ურთიერთობის ისტორიიდან, თბ., ISBN 9789994002368; Джавахишвили, Н., (2005). Борьба за свободу Кавказа (Из истории военно-политического сотрудничество грузин и северокавказцев в первой половине XX века), Издательство Тбилисского университета, ISBN 9789994085344; ჯავახიშვილი, ნ. (2011). ნარკვევები ქართულ-ბალტიური ურთიერთობის ისტორიიდან, თსუ გამომცემლობა, თბ., ISBN 978-9941131950; Džavahišvili, N. (2015). Ieskats Gruzijas un Baltijas tautu attiecību vēsturē, Rīga, 316. 72/.75(474.3:479.22)(091); Джавахишвили, Н. (2019). Очерки истории грузино-балтийских взаимоотношений, Издательство «Универсал», Тбилиси, ISBN: 9789941265327; ჯავახიშვილი, ნ. (2020). გრიგოლ I - ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე, გამომცემლობა «პალიტრა L», თბ., ISBN 9789941320477; ჯავახიშვილი, ნ. (2022). ქართული ფალერისტიკა, წიგნში: «ქართული გერბები, დროშები და ჯილდოები», გამომცემლობა «პალიტრა L», თბ., ISBN 9789941354953; ჯავახიშვილი, ნ. (2022). ქართული ქაღალდის ფულის ისტორია (ქართული ბონისტიკა), წიგნში: «ფულის ისტორია საქართველოში», გამომცემლობა «პალიტრა L», თბ., ISBN 9789941353796.
ლიტ: ნიკოლოზ ჯავახიშვილი - 50, სამეცნიერო შრომების სია. თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის შრომები, ტ. XVIII, თბ., 2022, გვ. 508-543.