- კატეგორიები: ფილოლოგი ჟურნალისტი
ჯავახიშვილი ლელა გიორგის ასული (30. III. 1974, თელავი), ფილოლოგიის დოქტორი (2004). დაამთავრა თსუ-ის ჟურნალისტიკის ფაკ-ტი (1996). მუშაობს თსუ-ში (1996-დან). ჯ. ლ. არის თსუ-ის ქართ. დიპლომატიის სამეცნ.-კვლ. ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი (1996-2006); თსუ-ის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ინსტიტუციური კვლევებისა და განვითარების განყ-ების კონსულტანტი (2025-დან). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა თემაზე: „დასავლეთ ევროპის ქვეყნებთან საქართველოს ურთიერთობის ასახვა ქართულ პრესაში: (1918-1921 წლები)“ (2004). ავტორია სამეცნ. ნაშრომებისა: „საქართველოს სახელმწიფო დიპლომატია და ქართული პრესა 1918 წელს“ (1998,1999); „მეორე ინტერნაციონალის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში და ქართული პრესა 1920 წელს“ (2000); „საქართველოს ურთიერთობა ერთა ლიგასთან და ქართული პრესა 1919-1920 წლებში“ (2001). არის სამეცნ. ჟურნალის საგამომცემლო ჯგუფის წევრი; აქვს სამთავრობო, ბიზნეს, ადგილობრივ და საერთაშ. ორგანიზაციებში მენეჯერის თანამდებობაზე მუშაობის 30-წლიანი გამოცდილება (1995-დან).