-
ავტორი
- კატეგორიები: ხელოვნებათმცოდნე არქეოლოგი
ჯავახიშვილი გიორგი ალექსანდრეს ძე (3.X.1950, თბილისი), ხელოვნების ისტორიკოსი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი. დოცენტი. დაამთავრა ხელოვნების ისტორიის ფაკ-ტი (1968-1976). იყო უფრ. ლაბორანტი თსუ-ის ისტორიის კათედრაზე (1976). დაიცვა დისერტაცია თემაზე „ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში“ (1981). ჯ.გ. არის ს. ჯანაშას სახ. მუზეუმის უფრ. მეცნ.-თანამშრომელი (2010-დან). სხვადასხვა დროს თსუ-ში მიჰყავდა საბაკალავრო და სამაგისტრო კურსები: „წინარექრისტიანული და ადრეფეოდალური ხანის ქართული მცირე პლასტიკა“; „თანამედროვე ქართული ქანდაკება“; „ქართული ხელოვნების ისტორია (ზოგადი კურსი)“; „მონუმენტური ქანდაკება“; მუზეუმცოდნეობა“; „გასვლითი პრაქტიკა“ (1976-2022). მონაწილეობდა ჟინვალის ექსპედიციაში (1974-1977). საბოლოო ანგარიშის მიხედვით, რ-იც ჩატარდა თსუ-ის ისტ., არქეოლ. და ეთნო. ინ-ტში პირველი სამეცნ. სესიის თანახმად „არქეოლგიური კვლევა-ძიება ჟინვალის ციხეზე“ მან, გ. კალანდაძესთან ერთად, არქეოლ. გათხრების შედეგად გამოავლინეს წმ. ნიკოლოზის სახ. ეკლესია, რ-იც სარკმლის ქვემოთ მთლად მიწით იყო დაფარული. მეცნიერებმა ეკლესიაში გამოყვეს ორი სამშენებლო პერიოდი: ქვედა - ქვათლილების წყობა და ზედა - შერეული. გამოვლიდა ციხის გალავნის სამხ. კედლის ნაწ., აგრეთვე სამხ.-დას. და ჩრდ. კედლების მცირე მონაკვეთები (1973). ამავე წელს ციხის გალავნის აღმ. კედლის საძირკვლის გამოსავლენად წარმოებული არქეოლ. სამუშაოების დროს აღმოჩნდა „მარანი“. გათხრების შედეგად აღმოაჩინეს ზურგიანი კოშკიც, გაითხარა მისი ზურგიანი მხარე, სადაც გამოიკვეთა პოლიქრომიული ფაიანსი, მინის ჭურჭლის ნატეხი, რკინისა და ძვლის ნივთები. ამავე ფრაგმენტების საშუალებით დადგინდა კოშკის სავარაუდო აშენების პერიოდი, რაც მოიცავს შუაფეოდალური პერიოდის დასასრულსა და გვიანფეოდალურის დასაწყისს. მისი კვლევის ძირითადი სფეროა ქართ. ქანდაკების გენეზისი. იმოგზაურა ქვემო ქართლსა და ჯავახეთში, ადგილზე შეისწავლა სტელები, გააკეთა ფოტოფიქსაცია (1993). რის საფუძველზეც გამოსცა კატალოგი „ადრეფეოდალური ხანის ქართული სტელები“ (1998).
თხზ.: ჯავახიშვილი, გ. (2014). ადრეული შუა საუკუნეების ქართული მცირე ქანდაკება. თბ., გამომც. მერიდიანი. ISBN:9789941108648; ჯავახიშვილი, გ. (2024). ადამიანის გამოსახულება საქართველოს უძველესი ხანის პლასტიკაში. თბ., უნ-ტის გამ-ბა, ISBN:9789941362811.