-
ავტორი
- კატეგორიები: ფილოლოგი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჯავახიძე მაია ანზორის ასული (19. V. 1966, თბილისი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი რუს. ენის სპეციალობით (1988); საზ. პროფესიათა ფაკ-ტი იტალ. ენის სპეციალობით (1989). მისი საკანდიდატო ნაშრომი იყო: „გვარის კატეგორიის ტრანსფორმაციული ანალიზი (რუსული ენის მასალაზე)“ (1997). არის ფილოლ. მეცნ. კანდიდატი (1993); უცხოური ენების ცენტრის იტალ. ენის მასწავლებელი (2005-2008); დასავლეთევროპული ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტის იტალ. ფილოლ. კათედრის გამგე (2000-2005); ჰუმანიტარული ფაკ-ტის რომანისტიკის მიმართულების ასოცირებული პროფესორი (2009-დან).
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯავახიძე, მ. (თანაავტორი). (2002). La Lingua Georgiana - ქართული ენის სახელმძღვანელო იტალიელებისთვის. თბ., გლობალ-პრინტი; ჯავახიძე, მ. (თანაავტორი). (2011). იტალიური ენის ისტორია. თბ., მერიდიანი, ISBN: 9789941103735; ჯავახიძე, მ. (თანაავტორი). (2012). იტალიური ენის ფონეტიკა. თბ., ქართული აკადემიური წიგნი, ISBN: 9789941927072.