-
ავტორი
- კატეგორიები: ისტორიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯავახია ბეჟან აპოლონის ძე (02.I.1957, სენაკი), ისტორიკოსი, თსუ-ის სრული პროფესორი (2006-2013), ილიას სახ. უნ-ტის ასოცირებული პროფესორი (2013-2019), შემდეგ სრული პროფესორი (2019 - დღემდე). დაასრულდა თსუ-ის ისტორიის ფაკ-ტი (1973-1978); სწავლობდა თსუ-ის ასპირანტურაში, შუა ს. ისტორიის სპეციალობით (1982-1986); მსოფლიო ისტორიის მიმართულებით დაიცვა დისერტაცია თემაზე: „ირან საქართველოს ურთიერთობანი დასავლეთ ევროპულ წყაროებში: (XVI საუკუნე XVII-ის პირველ ნახევარში)“ (1987); მუშაობდა თსუ-ის შუა ს. ისტორიის კათედრაზე ჯერ მეცნიერ-თანამშრობლად, შემდეგ დოცენტის სამეცნ. თანამდებობაზე (1986-დან); გაიარა პოსტ-სადოქტორო პროგრამა ზაარლანდის უნ-ტში (გერმანია, 1992); ბ. ჯ. იყო საქართვ. რესპ. პირველი მოწვევის პარლამენტის წევრი (1990-1992), წარმოადგენდა პოლ. პარტიათა გაერთიანებას-„მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“. იგი პარლამენტში ზოგადი განათლების ქვეკომიტეტის თავ-რე გახლდათ. ასევე, ბ.ჯ.-ს აქვს საქართვ. დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ხელი მოწერილი.
თხზ. (გარდა სტატიაში მოხსენიებულისა): ჯავახია, ბ. (2005). საქართველო და ქართველები ადამ ოლეარიუსის მოგზაურობათა წიგნში. თბ., უნივერსალი, ISBN: 9994032704; ჯავახია, ბ. (2005). ანტიკურობიდან შუა საუკუნეებისაკენ: (დასავლეთ ევროპა, ბიზანტია, საქართველო). თბ., უნივერსალი, ISBN: 999405130X. ჯავახია, ბ. (2008). ბიზანტინიზმი და ბიზანტიის მემკვიდრეობის საკითხი. თბ., ISBN: 9789941017834. ჯავახია, ბ. (2009). მარადიული რომი „სხვა რომი“ რომის შემდეგ. თბ., ახალი აზრი, ISBN: 9789941019098.