ჯაში ჩარიტა იურის ასული
ჯაში ჩარიტა იურის ასული

ჯაში ჩარიტა იურის ასული (22.VIII.1944, თბილისი), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორი. დაამთავრა თსუ-ის დას. ევროპის ენებისა და ლიტერატურის ფაკ-ტი ინგლ. ენისა და ლიტერატურის სპეციალობით (1961-1966). სწავლობდა მოსკოვის ეკონ. და სამართ. ინ-ტში (1980-1982). დისერტაცია დაიცვა თემაზე: „ინგლისის მემარჯვენე ლეიბო­რისტების შერეული ეკონომიკის კრიტიკა“ და მიენიჭა ეკონ. მეცნ. კანდიდატის ხარისხი (1982). დღემდე თსუ-ის მარკეტინგის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2002-დან). მონაწილეობდა საგრანტო სახელშეკრულებო პროექტებსა და საერთაშ. კონფერენციებში. იყო: დემოკრატიისა და აღორძინების საერთაშ. ფონდის გენდირექტორის მოადგილე (1996-1998), გაეროს განვითარების პროგრამის - გენდერი და განვითარება - კოორდინატორი (1997-2009), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის - მცირე ბიზნესის ხელშეწყობა - კონსულტანტი (2016-2017). გამოაქვეყნა 100-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი: ,,მაკეტინგის განვითარების მიდგომები და სამომხმარებლო ბაზრის განვითარების ზოგიერთი ტენდენცია საქართველოში“ (საქართვ. ეკონომიკა №11 (120), 2007); ,,ხარისხის შეფასების მეთოდები ტურიზმის მარკეტინგში“ (ეკონომიკა და ბიზნესი №6, 2010); ,,სოციალური მედიის ახალი მარკეტინგული კონტექსტი:კონცეპტუალური მიმოხილვა“ (ეკონომიკა და ბიზნესი №1, ტ. XIII, 2020) და სხვ.  თანაავტორია სახელმძღვანელოებისა და მონოგრაფიების. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2013) და ივ. ჯავახიშვილის მედლით (2014).

თხზ.:ჯაში, ჩ. (თანაავტორი). (2006). გენდერული ბიუჯეტი: გზა სოციალური თანასწორობისაკენ. თბ.,; ჯაში, ჩ. (2009). სოციალური მარკეტინგის თეორიული და პრაქტიკული ასპექტები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941126505; ჯაში, ჩ. (2012). სოციალური მარკეტინგის საფუძვლები. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941176791; ჯაში, ჩ. (თანაავტორი). (2018). შეზღუდული შესაძლებლობის მქონე გოგონათა და ქალთა მიმართ ძალადობის ძირითადი ასპექტები. თბ., ნეკერი.