-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯაყელი გიორგი ვაჟას ძე (12.VIII.1971, ქ. თბილ.), წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი და ამავე წელს ჩააბარა თსუ-ის ასპირანტურაში (1993). მიწვეული იქნა ქ. დუბნის აკად. ბოგოლიუბოვის სახ. თეორ. ფიზიკის ლაბორატორიაში (1995), სადაც დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია დაბალგანზომილებიანი ელექტრონულის სისტემების თეორიაში (1998). იყო თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტის მყარი სხეულების ფიზიკის კათედრის უმცროსი მეცნ. თანამშრომლი (1993-1999). შემდეგ მუშაობს საქართვ. მეცნ. აკადემიის ანდრონიკაშვილის სახ. ფიზიკის ინ-ტის მეცნ. თანამშრომლის (1999-2009), უფრ. მეცნ. თანამშრომლის (2009-2022) და მთ. მეცნ. თანამშრომლის თანამდებობაზე (2022-დან). იყო მიწვეული მკვლევარი საფრანგეთის ეროვნ. სამეცნ. კვლევების ცენტრში და ნეიტრონული ფიზიკის ლაუ-ლანჟევენის ინ-ტში (1999-2004), ლოზანის შვეიცარიის ფედერალურ ტექნოლოგიურ ინ-ტში (2004-2007) და შტუტგარტის მ. პლანკის ინ-ტში (2007-2025). გაკეთებული აქვს 100-ზე მეტი მოხსენება საერთაშ. კონფერენციებზე და მსოფლიოს წამყვან უნ-ტებში. არის 50-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაციის ავტორი კორელირებული კვანტური მატერიის თეორიაში. მიღებული აქვს საერთაშ. სამეცნ. ფონდის (1994), საქართვ. პრეზიდენტის (1996), და NATO_ს (1999) სტიპენდიები. გახდა ამერიკის ფიზიკოსთა საზ-ების ჯ. მაკგროდდის პრემიის ლაურეატი (2025).