-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჯაყელი ვაჟა გიორგის ძე (26.II.1950, ბოლნისი – 23.X.2001, თბილისი). ფიზიკოსი. ოქროს მედალზე დაამთავრა კომაროვის სახ. თბილ. ფიზიკა-მათემატიკური სკოლა-ინტერნატი (1967). წარჩინებით დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1972). ამავე ფაკ-ტზე დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „კინეტიკური მოვლენები ნახევარგამტარებში ელექტრონული აირის გაცხელებისას“ (1983) და სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „მინარევთა მუხტური მდგომარეობები და კინეტიკური მოვლენები ნახევრადგამტარებში“ (1995). მუშაობდა ელექტროტექნიკურ და „მიონის“ სამეც.-კვლ. ინ-ტებში უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე (1972–1982). მოღვაწეობდა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტზე (1982-დან), მყარი სხეულების ფიზიკის კათედრაზე უმცროსი და უფრ. მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობებზე (1982-1989) და ხელმძღვანელობდა სამეცნ.-კვლ. ლაბორ. ამავე კათედრაზე (1989-დან). პარალელურად კითხულობდა ლექციებს პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში, როგორც მიწვეული პროფესორი. სიცოცხლის ბოლომდე იყო ფიზიკის ფაკ-ტის დეკანის მოადგილე სასწავლო დარგში (1994-დან). ამ პერიოდში მან უმნიშვნელოვანესი წვლილი შეიტანა ფაკ-ტზე სასწ. პროცესის მოდერნიზაციასა და მრავალსაფეხურიან სწავლებაზე (ბაკალავრიატი/მაგისტრატურა) გადასვლის პროცესში. მისი ინიციატივითა და ძალისხმევით ფაკ-ტზე დაინერგა მართვის ელექტრონული მონაცემთა ბაზები, სტუდენტებისთვის გაიხსნა თანამედროვე კომპიუტერული ცენტრი და ჩამოყალიბდა კომპიუტერული კლასები. იყო 50-ზე მეტი პუბლიკაციის ავტორი; ნაშრომთა უმეტესობა წარმოადგენს სამეცნ.-კვლ. სტატიებს რეფერირებად ჟურნალებში ნახევარგამტარების კვანტური თეორიის მიმართულებით, აგრეთვე გამოქვეყნებული აქვს ფიზიკის მეთოდური სახელმძღვანელოები. სამეცნ. მიღწევებისა და მაღალი აკად. რეიტინგისთვის დაჯილდოებული იყო საერთაშ. სამეცნ. ფონდის პროფესორის სტიპენდიით (1994-1996).