ჯანჯღავა თენგიზ სერგოს ძე
ჯანჯღავა თენგიზ სერგოს ძე

ჯანჯღავა თენგიზ სერგოს ძე (25.I.1949, თბილ. – 26.XII.1998, ქ. ოდესა, დაკრძალულია თბილ.-ში), გეოგრაფი, პედაგოგი, იუნესკოსთან არსებული საქართვ. ეროვნ. ოკეანოლოგიური კომიტეტის წევრი (1994). დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1971). გაიარა ასპირანტურის კურსი მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახ. სახელმწ. უნ-ტში საზღვარგარეთის ფიზ. გეოგრ. სპეციალობით (1972-1975). მუშაობდა დაიწყო თსუ–ის ფიზ. გეოგრ. კათედრაზე ლაბორანტად (1976-დან), შემდეგ ასისტენტად და უფროს მასწავლებლად. ბოლო წლებში მუშაობდა უკრაინაში კონსულის მოადგილედ. ჯ.თ.-ს სამეცნ. ინტერესი იყო საქართვ. შავი ზღვის სანაპიროს რეკრეაციული ბუნებათსარგებლობისა და სატრანსპორტო არტერიების (პორტების) გეოგრაფიული ასპექტების შეფასება, საზღვაო რეკრეაციისა და შავი ზღვის გეოეკოლ. პრობლემების ანალიზი. ხელმძღვანელობდა 12 საზღვაო-სამეცნ. ექსპედიციას შავი ზღვის აუზის ქვეყნების მიმდებარე ტერიტორიულ წყლებში (1976-1992). გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომი. 

თხზ.: ჭეიშვილი, ო. (1977). მოკლე გეოგრაფიული ცნობარი. თბ.; Джангджава, Т. и др. (1977). Южная Родезия. М.; ჯანჯღავა, თ. (1980). შავი ზღვა. ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში, N,3, გვ.9-13; ჯანჯღავა, თ. (1981). იახტა აჭარისერთი ზაფხული. თბ.; Гвритишвили, Г.И.; Вацадзе, Д. В., Джанджгава, Т.С.; Сулханишвили, Г.С., Бекоева, Т.О. (1989). Проблемы охраны водных ресурсов Грузии от загрязнения, Вып. 4, Тб.; Джанджгава, Т.С. (1992). Рациональное природопользование и природные ресурсы Черного моря. Тб.; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 324, ISBN 9992806982.