ჯანჯღავა ჯამლეტ ლეონტის ძე
ჯანჯღავა ჯამლეტ ლეონტის ძე

ჯანჯღავა ჯამლეტ ლეონტის ძე (23.II.1964, მარტვილის რ-ნი), ეკონომისტი, ეკონ. მეცნ. კანდ. (2004), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ის, ეკონ. თეორიის კათედრის ასისტენტ პროფესორი (2006). დაამთავრა თსუ-ის ეკონომიკის ფაკ-ტი, პოლიტეკონომიის სპეციალობით (1982-1987), ასპირანტურა (1987-1990). ჯ. ჯ. მუშაობდა; ეკონ. ფაკ-ის, პოლიტეკონომიის კათედრის ასისტენტად (1991-1997); საქართვ. მეცნ. აკადემიის დემოგრაფიის სოციალურ-ეკონომიკურ კვლევით ინ-ტში მეცნიერ-თანამშრომლად; პ. გუგუშვილის სახ. უნ-ტში უფრ. მასწავლებლად, შემდეგ დოცენტად (1990-2006). ეკონ. მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „დემოგრაფიული აზრის განვითარება საქართველოში XIX-XX საუკუნეებში“ (2004). იყო ფაკ-ის დეკანის მოვალეობის შემსრულებელი, შემდეგ კი (2007-2008). იყო რამდენიმე ჟურნ. რედკოლეგიის წევრი და საკონსულტაციო საბჭოს წევრი, ეკონომიკის აკად. დოქტორი და ასოცირებული პროფესორი. ჯ. ჯ. აქვს მნიშვნელოვანი კვლევები ეკონ. და დემოგრაფიის კუთხით: „დემოგრაფიული აზრის განვითარება საქართველოში პოსტსაბჭოთა პერიოდში“ (დემოგრაფია, 2004, N3); „ეკონომიკური ზრდა და სახელმწიფოს პოლიტიკა“ (ახალი ეკონომისტი, 2010, №1); „ეკონომიკური გამოწვევები საქართველოში“ (ახალი ეკონომისტი, 2020, N1-2); „უმუშევრობისა და დასაქმების საკითხისათვის“ (ახალი ეკონომისტი, 2021, N 3-4, ტ. 16).

თხზ.: ჯანჯღავა, ჯ. (რედაქტორი). (2009). მეწარმეობის თეორიული საფუძვლები: ნაწ. 1. თბ.; ჯანჯღავა, ჯ. (2010). დემოგრაფიული  აზრის  განვითარება საქართველოში. თბ., უნივერსალი.