ჯანიაშვილი ლავრენტი
ჯანიაშვილი ლავრენტი

ჯანიაშვილი ლავრენტი მამიას ძე (19.IV.1964, სოფ. კინოთი, ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპ.), ეთნოლოგი, ისტორიკოსი. თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის მთ. მეცნ. თანამშრომელი (2006), ისტ. მეცნ. დოქტ. (2006), დისერტაციის თემა „სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლეობის ეთნოკულტურული და ეთნოსოციალური პრობლემები)“, ისტ. მეცნ. კანდ. (1999) დისერტაციის თემა „სამცხე-ჯავახეთის სომხური მოსახლეობის ყოფა და კულტურა“, თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს თავ-რე (2018), ააიპ კავკასიის ხალხთა სამეცნ.-კვლევითი ინ-ტის დამფუძნებელი (2003) და გამგეობის თავ-რე (2008). დაამთავრა თსუ (1990), საქართვ. მეცნ. აკად. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტის ასპირანტურა (1993). სამეცნ. ინტერესების სფერო: საქართველოში მცხ. ეთნ. ჯგუფები, ჩვეულებითი სამართალი,  მიგრაციული და ეთნოსოციალური პროცესები, საზღვრისპირა რეგიონების ისტორია და დღევანდელობა, ქართ.-ოსური ურთიერთობის  დინამიკა რუს. ოკუპაციის პირობებში, ტრად. კულტ. ტრანსფორმაცია პოსტსაბჭ. პერიოდში. ჯ. ლ.-მ  შეისწავლა სომხ. მოსახლ. მიგრაციის ეტაპები და ინტეგრაციის ეტაპები; ქართ. ეთნოსოც. და ეკოსამეურნეო გარემოში ადაპტაციისა და ტრად. ყოფისა და კულტ. ტრანსფორმაციის საკითხები (საკანდ. დისერტაცია, 1944). სამხრეთ საქართველოდან დეპორტირებული მოსახლ. რეპატრიაციის პერსპექტივის კვლევის კონტექსტში გამოიკვლია მესხეთში მიმდინარე ეთნოისტორიული პროცესები (1944). დეპორტაცია  და მესხეთის მუსლ. მოსახლ. გადასახლების გეოგრ.; ფერღანის მოვლენები და ახალი დეპორტაცია (1989); დეპორტირებულთა ეთნ. კუთვნილება;  მიგრაციული პოლიტ. იდეოლოგია საკვლევი კონტიგენტის დღევანდელი განსახლების ქვეყნებში და ჯგუფთაშორისი ურთიერთობის თავისებურებანი ამ ურთიერთობის სტრატეგიები და მექანიზმები დეპორტირებულთა განსახლების ადგილებში (სადოქტ. დისერტაცია). ჯ. ლ. იკვლევს საქართვ. საზღვრისპირა რეგიონების მოსახლ. ეთნ. ყოფას. ამ მიმართებით გაანალიზა ინტერკულტურული ურთიერთოებები და სამოქალაქო ინტეგრაციის პრობლემები ქვემო ქართლის სომხებში, ბერძნებსა და თურქულენოვან მოსახლ.; თანამედროვე გლობალიზაციის გავლენა საქართვ-ში მცხ. ეთნ. ჯგუფების ტრად. კულტ-ზე (ტრად. კულტ. რევიტალიზაციასა და ინოვაციას შორის); ეთნორელიგიური პროცესები; ეთნ. სტერეოტიპების ფორმირების მექანიზმები, ეთნ. ჯგუფთა ინტეგრაცია ქვემო ქართლში, სოც. უსაფრთხოების ეთნ. ასპექტები პოლიეთნიკურ საზოგადოებაში. ჯ. ლ. შეეხო ოსთა მიგრაციის პრობლემას თრუსოდან. საარქივო დოკუმენტებისა და საველე მასალის შეჯერებით დადგინდა, რომ ყაზბეგის რაიონიდან ოსების ნებაყოფილებითი და  მასობრივი გადასახლება დაიწყო. ისინი სტალინური რეჟიმის მიერ დეპორტირებულ ინგუშთა სოფლებში დამკვიდრდნენ (1944). ამ მიგრაციას  განაპირობებდა ეკონ., სოც. და ეთნოკულტ. ფაქტორები. საზღვრისპირა მოსახლ. სამეურნეო ყოფის კონტექსტში ჯ. ლ. ეხება შემდეგ საკითხებს: სამეურნეო ყოფა და ეკონ. ურთიერთობის ჩრდ. ვექტორი ოკუპირებულ აფხაზეთში, სასაზღვრო რეგიონის სამეურნეო ყოფა - წარსული და დღევანდელობა  (მთის რაჭა), ქართვ. მთიელთა სამეურნეო-ეკონ. ურთიერთობა ჩრდ.-აღმ. კავკ. ხალხებთან (ხევსურები და ქისტები), მიწისმფლობელობა და მიწათსარგებლობლობა სამცხე-ჯავახეთში XIX ს-ის სომხ. მიგრაციის შემდეგ. ჯ. ლ. მონაწილეობდა ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებულ სამეცნ. პროექტში - „Revitalisation of Traditional Law in the Republic of Georgia“ (2009-2011). ჩვეულებითი სამართლის სამეცნ. ლიტერატურაზე და შეკრებილ საველე-ეთნოგრაფიულ მასალაზე დაყრდნობით შეისწავლა პლურალისტური სამართლის უნიფიკაციის ისტ.  (2009-2012 ). გაირკვა, რომ ტრად. სამართლის ცალკეული ნორმები და მედიატორული სასამართლო სვანებში არსებობდა საბჭ. პერიოდში და გარკვეულწილად თავი  დღევანდლამდე შემოინახა. მასში თავისებურად აისახა ქართ. ფეოდ. სამართლის მრავალი ფუნქციონალურ-ინსტიტუციური ელემენტი.

თხზ: ჯანიაშვილი, ლ. (2006). 1944 წელს სამხრ. საქართვ-დან გასახლებულთა ეთნოისტორიული პრობლემები: (კულტ. იზოლაცია, ჯგუფთაშორის ურთიერთობათა თავისებურებანი და რეპატრიაციის პერსპექტივა). ენა და კულტურა. ISBN 9994023357; ჯანიაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2015). ოკუპირებული ახალგორის რაიონი და ქართ.-ოსური ურთიერთობის დინამიკა. ჯეოპრინტი. ISBN 9789941077418, 994107741X;  Janiashvili, L. (2016). Traditional law in the Caucasus, local legal practices in the Georgian lowlands, ed. Stephane Voell. Curupira. ISBN 3818505241, 9783818505240; ჯანიაშვილი, ლ. (2017). ოსთა საკითხი ყაზბეგის რეგიონში. მწიგნობარი. ISBN 978-9941-473-19-7; ჯანიაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2022). საზღვრისპირა მოსახლ. ძველად და ახლა (კახეთი). ISBN 978-9941-503-62-7; ჯანიაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2022). ბორდერიზაცია და ქართ.-ოსური ურთიერთობები ოკუპირებულ რეგიონში. მწიგნობარი. ISBN 978-9941-498-92-3; ჯანიაშვილი, ლ. (თანაავტორი). (2023). სტუმრად მუსლ. მესხებთან. ISBN 978-9941-508-50-9.