ჯანგიძე ვენერა ტარასის ასული
ჯანგიძე ვენერა ტარასის ასული

ჯანგიძე ვენერა ტარასის ასული (1928-1994), თურქოლოგი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1949); ფილოლ. მეცნ. კანდ. (1957). თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტის თურქოლოგიის კათედრაზე კითხულობდა თურქ. ენის, თურქ. ენათა შედარებითი გრამატიკის, აზერბ. ენისა და  ლიტ-რის ისტორიის კურსებს (1950-1982). იყო თსუ-ის საენათმეცნიერო სადიერტაციო საბჭოს წევრი;  ენათმეცნიერების ინ-ტი უმცროს მეცნიერ-თანამშრომელი (1957-1959), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი   (1959-1960). აღმოსავლეთმცოდნეობის ინ-ტი უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი (1960-1974), წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი (1974-1994). ჯ. ვ.-ს  კვლევის სფეროებია: თურქ. ენათმეცნიერება, ქართ.-თურქ., ქართ.-აზერბ. ენობრივი კონტაქტები.

თხზ.: Джангидзе, В. (1965). Дманисский говор казахского диалекта азербай-джанского языка»,  Баку, Академии наук Азербайджанской ССР; ჯანგიძე, ვ. (თანაავტორი). (1968). სომხური და აზერბაიჯანული ლიტერატურის ქრესტომათია : [დამხმ. სახელმძღვ. სტუდენტებისათვის]. თბ., უნ-ტის გამ-ბა; ჯანგიძე, ვ. (1973;1979). (თანაავტორი). ქართულ-თურქული და თურქულ-ქართული  მოკლე ლექსიკონი. თბ;  Джангидзе, В. (1978). Ингилойский диалект в Азербайджане, Вопросы грамматической и лексической интерференции. Тб. Мецниереба; ჯანგიძე, ვ. (1980-1990). ქართული ენის სახელმძღვანელო: საქართველოს სსრ აზერბ. სკოლის მე-4-მე-8 კლასისათვის;  ჯანგიძე, ვ. (1982). აზერბაიჯანული ლიტერატურის ქრესტომათია. თბ.;  Cangidze, V. (1984). Anadolu Türk ağızlarında Gürcüce sözler. Orhan Şaik Gökyay armağanı, Washington.