ჯანელიძე ზურაბ
ჯანელიძე ზურაბ

ჯანელიძე ზურაბ ჭიჭიკოს ძე (13.IV.1965, თბილ.), გეოგრაფი, გეომორფოლოგი, პედაგოგი, გეოგრ. მეცნ. დოქტორი. სწავლობდა თსუ-ის სახელმწ. უნ-ტში გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტზე (1984-1991). მუშაობა დაიწყო აქვე გეომორფოლოგიის კათედრაზე. შემდეგ მუშაობა გააგრძელა ვ. ბაგრატიონის გეოგრ. ინ-ტში დირექტორის მოადგილედ სამეცნ. მიმართულებით (2007-2011), ილიას სახელმწ. უნ-ტთან არსებული დედამიწის შემსწავლელი მეცნ. ინ-ტში გეოგრ. მიმართულების ხელმძღვანელად (2010-2014). ჯ. ზ.-მა პედ. მოღვაწეობა დაიწყო თსუ-ში, შემდეგ ქართულ-ამერიკულ აკადემია „ლოგოსში“, ,,ევროპულ სკოლაში“(1991-2006). ამჟამად ილიას სახელმწ. უნ-ტშია, სადაც გეოგრ. მიმართულებას ხელმძღვანელობს (2010-დან). იგი კითხულობდა და კითხულობს ლექციებს შემდეგ საგნებში: ზოგადი გეომორფოლოგია, საქართვ. გეომორფოლოგია, პალეოგეოგრაფია ზღვის სანაპირო პროცესები, გაუდაბნოების პროცესები საქართვ.-ში, დედამიწის სისტემა და გარემო. ჯ. ზ.-მ დაიცვა დისერტაცია თემაზე „კოლხეთის დაბლობის ზღვისპირა სანაპირო ზონის  საინჟინრო-გეომორფოლოგიური პირობების ანალიზი“ (1997). ჯ. ზ. არის 70 სამეცნ. ნაშრომის ავტორი. მისი კვლევების ძირითადი თემებია: საქართვ. შავი ზღვის სანაპიროს საინჟ.-გეომორფოლოგია, გეოეკოლ., ანთროპოგენური ფაქტორების გავლენა სანაპირო ლანდშაფტებზე, პალიასტომის ტბის პალეოგეოგრ. ასპექტები. გამოაქვეყნა მონოგრაფია „საქართველოს შავი ზღვის სანაპირო ზონა“ (2015),  სადაც,  ფიზ.-გეოგრ., პალეოგეოგრ. და ოკეანოგრაფიული ფაქტორების რეტროსპექტიულ-პროგნოზული ინტერპრეტაციის საფუძველზე წარმოდგენილია საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზონის ჩამოყალიბება ჰოლოცენის ეპოქაში, თანამედროვე მორფოდინამიკა და  XXI ს.-ში სანაპირო ზონის  განვითარების ტენდენციები. ასევე აქვს გამოკვლევები აღმოსავლეთ საქართვ. ბარის არიდიზაციის საკითხებზე, ივრის ზეგნის ლანდშაფტების გაუდაბნოებაზე, გარეჯის არქეოლოგიური ძეგლების პალეოგეოგრ. ასპექტებზე.  არის თსუ-ისა და ვ. ბაგრატიონის  სახ. გეოგრ. ინ-ტის ერთობლივი გამოცემის „გეომორფოლოგიური ლექსიკონის“ თანაავტორი.  ჯ.ზ.–ს თაოსნობით ილიას სახ. უნ-ტში ყალიბდება სპელოელოგიური კლუბი (2024). ჯ. ზ. იყო  ალ. ჯავახიშვილის სახ. საქართვ. გეოგრ. საზ-ბის ვიცე პრეზიდენტი (2016-2024). ამჟამად არის კავკასიის გარემოსდცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გამგეობის წევრი.

თხზ.: ხარაძე კ., ჯავახიშვილი შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, ISBN 9992806982; Janelidze, Z. (2014). Facts of fluctuation of the average level of the Black Sea in the Holocene in the deposits developed under the Paliastomi Lake. Proceedings / Collected papers, new series №6 (85) of the conference „Topical problems of human geography dedicated to the 100th birthday anniversary of Vakhtang Jaoshvili, Corresponding Member of the NAS of Georgia. Iv. Javakhishvili State University press, pp. 168-172, ISSN 2233-3347;  Janelidze, Z. (2015). The Black Sea eustasy role in the emergence and development of Paliastomi Lake. Proceedings of the International Scientific Conference on „Modern Problems of Geography and Anthropology“. TSU publishing house. Tbilisi Georgia, pp. 91-94,
ISBN 978-9941-13-457-9; Janelidze, Z. (2015). Coastal zone of the Black Sea of Georgia: retrospectral-prognostic analysis., Ilia State University, Tbilisi. 135 p., ISBN: 9789941079108; Janelidze, Z. (2015). Close Range Photogrammetry in the Survey of the Coastal Area Geoecological Conditions (on the Example of Portugal). Earth Sciences. Special Issue: Modern Problems of Geography and Anthropology. Vol. 4, No. 5-1, 2015, pp. 35-40; Janelidze, Z. (2020). Ecological problems of the Lake Paliastomi. Journal of the International Caucasological Research Institute - Amirani, Vol. № 33, Tbilisi, ISSN 1512-0449.