ჯანელიძე მიხეილ (პაპუნა) კირილეს ძე
ჯანელიძე მიხეილ (პაპუნა) კირილეს ძე

ჯანელიძე მიხეილ (პაპუნა) კირილეს ძე  (29.III.1981, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის  საერთაშ. ურთიერთობათა ფაკ-ტი და მიენიჭა ბაკალავრის ხარისხი (2002). დაამთავრა დიპლ. აკადემია საერთაშ. სამართლისა და ევრ. სამართლის სპეციალობით, რფ-ში (2003-2006).  საფრანგეთის გრენობლის ბიზნესის უმაღლ. სკოლის მიერ მიენიჭა ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (2010), ხოლო კავკასიის ბიზნესის სკოლის მიერ - მმართველთათვის საერთაშ. ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი (2010). წლების განმავლობაში იყო: სტაჟიორი საქართვ. პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში(2001-2002); საქართვ. საგარეო საქმეთა სამინისტროს საგარეო პოლიტიკის კვლევისა და ანალიზის ცენტრის მთ. სპეციალისტი (2003-2004); შპს „საერთაშორისო პროექტების დახმარების სერვისი“, ბიზნესის განვითარების მენეჯერი (2006-2007); ვისოლ ჯგუფი, პროექტის მენეჯერი (2007). შპს „ველლაჯიო“, ვისოლ ჯგუფი, მმართველი დირექტორი (2007-2009); საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების დეპარტ. უფრ. (2009-2011); საქართვ. ეკონ. და მდგრადი განვითარების სამინისტროს მინისტრის მოადგილე (2011-2015); საქართვ. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე (21.09.2015-30.12.2015); საგარეო საქმეთა მინისტრი (2015-2018). საქართვ. საგარეო ვაჭრობისა და საერთაშ. ეკონ. ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიენიჭა ღირსების ორდენი (2011).