ჯანელიძე გოჩა ზაურის ძე
ჯანელიძე გოჩა ზაურის ძე

ჯანელიძე გოჩა ზაურის ძე (25. II. 1973, სოფ. ვარციხე, ბაღდადის მუნიციპალიტეტი). დაამთავრა ვარციხის საშ. სკოლა. სკოლის დამთავრების შემდეგ, ჩაერთო საქართვ. სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის პროცესში; მსახურობდა საქართვ. ეროვნ. გვარდიის რიგებში და უშუალოდ მონაწილეობდა საქართვ. ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ საბრძოლო მოქმედებებში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში (1991-1993); მუშაობა განაგრძო საქართვ. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში (1994). სხვადასხვა პერიოდში მსახურობდა იმერეთის სამხარეო პოლიციაში, გადაუდებელ დავალებათა ოცეულში, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს სათბობენერგეტიკის დაცვის იმერეთის სამმართველოში. ჯ. გ.-ს საქმიანობა დაკავშირებული იყო სტრატეგიული და ენერგეტ. მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან. სწავლობდა ბიზნესისა და სამართ. საერთაშ. ინ-ტში, სადაც მიიღო იურისტ-ეკონომისტის კვალიფიკაცია ბიზნეს სამართ. სპეციალობით. სწავლა განაგრძო დავით გურამიშვილის სახ. საერთაშ. სასწ. უნ-ტში „იბერია“, სამართ. ფაკ-ტზე, სადაც მიენიჭა სამართ. მაგისტრის აკად. ხარისხი. სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში: იყო ტურისტული კომპანიის „ჰოლიდეი დირექტის“ იურისტი; ჩრდილოვან ეკონომიკასთან, კორუფციასთან ბრძოლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის კავშირის თანათავ-რე; “ქრისტიან-დემოკრატიული” მოძრაობის ისანი-სამგორის რ-ნული ორგანიზაცის ხელმძღვ. (2008-2010); მუშაობდა თბილ. საკრებულოში, ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აპარატში (2010-2014), სადაც მონაწილეობდა ადგილ. თვითმმართველობის საქმიანობასთან დაკავშირებულ ადმ. და ორგანიზაციულ პროცესებში; იგი თბილ. მუნიციპ. მერიის ნაძალადევის რ-ნის გამგეობაში იკავდებდა სოციალურ საკითხთა განყ-ების უფრ. თანამდებობას (2014-2015), იყო ნაძალადევის რ-ნის გამგებლის მოადგილე, სადაც კურირებდა სოც., ადმ. და ინფრასტრუქტურულ მიმართულებებს (2015-2017); კომპანია „გორჯი ჯგუფში“ ეკავა შრომის უსაფრთხოების მენეჯერის პოზიცია, სადაც შრომის უსაფრთხოების სისტემის დანერგვასა და სამუშაო გარემოში პროფ. რისკების მართვაზე იყო პასუხისმგებელი (2017-2019); დააფუძნა კომპანია „უსაფრთხოების ექსპერტთა ჯგუფი“, რ-იც საქმიანობს შრომის უსაფრთხოების, გარემოს დაცვისა და პროფ. რისკების მართვის სფეროში; საქმიანობდა შპს „ოპტიმალ გრუპ +“-ში, ასევე  სხვადასხვა კომპანიაში, შრომის ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის მიმართულების ექსპერტად (2022). ჯ. გ. იყო თსუ-ის მატერ. რესურსების მართვის დეპარტ. უფრ. მოადგილე (2023-დან), შემდეგ - თსუ-ის პერსონალის მართვის დეპარტ. უფრ. (2025-დან). გავლილი აქვს არაერთი პროფ. სასწ. პროგრამა და ტრენინგი, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევრ. კონვენციის სწავლების პროგრამა (ევროპის საბჭო), საარჩევნო ადმინისტრაციის სასწ. პროგრამები და შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებული სასწ. კურსი.