ჯანელიძე ჭიჭიკო პეტრეს ძე
ჯანელიძე ჭიჭიკო პეტრეს ძე

ჯანელიძე ჭიჭიკო პეტრეს ძე (13.X.1939, სადმელი, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპ.– 25.IV.2021), გეოგრ. მეცნ. კანდიდატი, პედაგოგი, დოცენტი. დაამთავრა თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი ეკონ. გეოგრ. სპეციალობით (1961). ასპირანტურის კურსი გაიარა ვ. ბაგრატიონის სახ. გეოგრ. ინ-ტში გეომორფოლოგიის სპეციალობით. მუშაობა დაიწყო აქვე (1964-1981), შემდეგ სამეცნ. საწარმოო გაერთიანებაში „საქნაპირდაცვის“ მორფო დინამიკის ლაბორ.-იის ხელმძღვანელად (1981-1992). კითხულობდა ლექციებს თსუ-სა და პუშკინის სახ. პედ. ინ-ტში პალეოგეოგრაფიასა და მსოფლიოს ფიზ. გეოგრ.-ში. ასევე კითხულობდა ლექციებს საქართვ. სხვადასხვა კერძო უნ-ტში. იყო კავკ. გარემოს დაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის (CEENCaucasus) გამგეობის წევრი და სამეცნ. კონსულტანტი (2006-2021). ჯ.ჭ.-მ დაიცვა საკანდიდატო დისერტა ციათემაზე „საქართველოს ფიზ.-გეოგრ. პირობების განვითარება ჰოლოცენში“ (1971). გამოქვეყნებული აქვს 70-ზე მეტი ნაშრომი. შეისწავლა საქართვ. ფიზ.-გეოგრ. პირობების განვითარების საკითხები ჰოლოცენში (უკანასკნელი 10-12 ათასი წლის განმავლობაში), კოლხეთის დაბლობის პალეოგეოგრაფიაზე და პლეისტოცენსა დაჰოლოცენში, ნალექების აკუმულაციის და რელიეფის წარმოქმნა-პროცესების ხასიათი კოლხეთის დაბლობის ზღვის სანაპირო ზონაში, მორფოდინამიკური პროცესების განვითარების კანონზომიერებებს საქართვ. შავი ზღვის სანაპირო ზონაში, ანთროპოგენური ფაქტორის როლს სანაპირო ზონის ლანდშაფტების განვითარებაში. სხვა ქართველ სპელეოლოგებთან ერთად იკვლევდა აფხაზეთის მღვიმეებს. ჯ.ჭ. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2001).

თხზ.:ჯანელიძე, ჭ. (1968). კავკასიონის სამხრეთი ფერდობების მყინვართა დინამიკისათვის ჰოლოცენში. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე. N 2. თბ., ტ.52, გვ. 395-400; ჯანელიძე, ჭ. (1975). პალიასტომის ტბის ისტორიისათვის: [ტბის წარმოშობის შესახებ]. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N 2, თბ., ტ. 79, გვ. 365-368; ჯანელიძე, ჭ. (თანაავტორი). (1973). ტყარშეთის ლავური ღვარის აბსოლუტური ასაკი. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე, N 2, თბ., ტ. 72, გვ. 385; ჯანელიძე, ჭ.; (თანაავტორი). (1975). შუა ვიურმული ტრანსგრესიის საბუთები კოლხეთის დაბლობის ზედაპლეისტოცენურ ნალექებში. საქ. სსრ მეცნ. აკად. მოამბე. N 2,  თბ., ტ. 77, გვ. 377-379; Джанелидще, Ч. (1980). Палеогеография Грузии в голоцене. Тб. Мецниереба; ხარაძე, კ., ჯავახიშვილი, შ. (2003). მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი. გამომც. განათლება, გვ. 323-324, ISBN 9992806982; ჯანელიძე, ჭ., (თანაავტორი). (2025). ქ. ფასისის მდებარეობის დადგენის ცდა ძველი წერილობითი წყაროებისა და გეოგრაფიული ფაქტების შეჯერების საფუძველზე. თბ., ISSN:1512-3022.