ჯანდიერი ქეთევან ნიკოლოზის ასული (15.III.1940, ფოთი), ფიზიკოსი, ბიოლოგი, მკვლევარი. დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი (1965), თსუ-ის ბიოლოგიის ფაკ-ტი (1976) და მოსკოვის უცხო ენების დაუსწრებელი ინ-ტი (ფრანგული ენის განხრით). არის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის მეცნიერი თანამშრომელი (1966-დან). გამოქვეყნებული აქვს სამეცნ.-კვლევითი ნაშრომები. მისი სამეცნ. საქმიანობა ეხება გულის კუნთის ემბრიოგენეზს და მასზე სხვადასხვა გავლენის მოქმედების შესწავლას. ბოლო წლებში აწარმოებს კვლევას თიროიდული უჯრედების იმუნოჰისტოქიმიური სპექტრის ჰიპოთირეოზის იდენტიფიკაციისა და პროგნოზის მიზნით.
თხზ.: ჯანდიერი, ქ. (თანაავტორი). (2018). ვირთხის გულის მიკროცირკულარული ქსელის მორფოლოგიური თავისებურებების შესწავლა ანტიგენური დატვირთვის სხვადასხვა დონეზე. Unigeo, №1, თბ., საქართვ. საერთაშ. სასწ. უნ-ტი; ჯანდიერი, ქ. (თანაავტორი). (2022). პორტა-კავალური ფიბროზული კავშირის (პკფკ) არსებობის თავისებურებები ადამიანის ღვიძლის ცალკეულ სეგმენტში. თბ., თსს უნ-ტის გამ-ბა.