ჯანბერიძე ელენე გივის ასული
ჯანბერიძე ელენე გივის ასული

ჯანბერიძე ელენე გივის ასული(15.II.1983, თბილისი), კლინ. ონკოლოგი და პალიატიური მზრუნველობის სპეციალისტი, მკვლევარი, მედიცინის აკად. დოქტორი. ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ.  მეცნიერ თანამშრომელი (2009-2011); მ. კიურის სახ. კვლევითი ტრეინინგის სტიპენდიანტი  ევროკავშირის მე-7 ჩარჩოს პროგრამაში (European Intersectorial and Multi-disciplinary Palliative Care Research Training, 2011-2015);  ამ პროგრამის ფარგლებში მუშაობდა ნორვეგიის მეცნ. და ტექნოლოგიის უნ-ტის მედიცინის ფაკ-ტზე (2011-2015). დაიცვა  დისერტაცია  ამავე უნ-ტის ევრ. პალიატიური მზრუნველობის კვლევით ცენტრში (PRC) თემაზე:„დეპრესია და დეპრესიის სიმპტომები ონკო ინკურაბელურ პაციენტებში: შეფასება, კლასიფიკაცია და მკურნალობა“ (2015). იყო: თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. მეცნიერ თანამშრომლი (2015-2017);  ქ. პრაღის კარლის უნ-ტის ფსიქიატრიის და სამედ. ფსიქოლოგიის დეპარტ. პოსტ-დოქტორანტი (ჩეხეთი, 2018-2019); თსუ-ის ალ. ნათიშვილის სახ. მორფოლოგიის ინ-ტის გერონტოლოგიისა და პალიატიური მედიცინის დეპარტ. მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2018 -2023); დეპარტ. ხელმძღვ. (2023-დან). მისი სამეცნ. საქმიანობა ეხება ონკო-ინკურაბელური პაციენტების სიმპტომების კვლევას საქართველოში.  არის 27-ზე მეტი ნაშრომის ავტორი, მონაწილეობდა მრავალ კვლევით და კლინიკურად ორიენტირებულ სწავლებებში და წარმატებულ პროექტში - როგორც საქართველოში, ისე საზღვარგარეთ.

თხზ.: ჯანბერიძე, ე. (თანაავტორი). (2016). ღირსეული სიბერე : (კონფერენციის მასალები) = A Decent Old Age : (Materials of the Conference). თბ., უნ-ტის გამ-ბა;  ჯანბერიძე, ე. (თანაავტორი). (2024). საქართველოს ხანდაზმული მოსახლეობის სოციალური და ეთიკური საკითხების კვლევა. ექსპერ. და კლინ. მედიცინა №5, თბ.