-
ავტორი
- კატეგორიები: ქიმიკოსი
ჯანაშვილი ნონა ერმილეს ასული (07.XII.1983, დედოფლისწყარო). დაამთავრა თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეც. ფაკ-ტი, ქიმიის სპეციალობით (2007); დოქტორანტი ,ფიზიკური და ანალიზური ქიმიის სპეციალობით (2018-დან); ფლობს ქართულ, ინგლისურ და რუსულ ენებს. იყო ალ თვალჭრელიძის სახ. მინერ. ნედლეულის კავკასიის ინ-ტის ინჟინერი (2007-2014 ); მეცნიერ-თანამშრომელი (2014-დან), ,,სჯს ჯორჯია“ კავკასიის მეტალის ტერმინალის მინერალების ლაბორ. ქიმიკოსი (2013-2018); გრიგოლ წულუკიძის სახ. სამთო ინ-ტი ანალიზური ქიმიის ლაბორ. ქიმიკოსი (2011-2013); საგამოცდო ცენტრის მასწავლებელთა ტესტების გამსწორებელი (2013-2016). მონაწილეობდა რუსთაველის ფონდის პროექტებში (2020-2023), არის მკვლევარი-ასისტენტი. დაჯილდოებულია თსუ-ის მაგისტრანტთა და ასპირანტთა 67-ე სამეცნ. კონფერენციის მე-2 ადგილის დიპლომი (2007); თსუ-ის სტუდენტთა 64-ე სამეცნ. კონფერენციაი მე-3 ადგილის დიპლომი (2004). მისი კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშ. და ადგილ. სამეცნ. ჟურნ. (21), სამეცნ. კონფერენციებსა და ფორუმების მასალებში (26), ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში: „THE MODIFIED CLINOPTILOLITE IN IONEXCHANGE ADSORPTION OF SOME HEAVY METALS“ (Collection of scientific papers, SCIENTIA ,, Modernization of science and its influence on global processes'', 2022, Section 10); „DETECTION OF IODINE CONTENT IN MINERAL WATERS OF KASPI REGION AND ITS IMPORTANCE“ (Mineralogical Society of Georgia, G. Tsulukidze Mining Institute, Georgian Technical University, Institute oh Hydrogeology and Engineering Geology, 2023); „NATURAL ZEOLITE CLINOPTILOLITE AS ADSORBENT FOR CLEANING WATERS FROM ARSENIC IONS“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2023, No 110); „CONTENT OF HEAVY METALS IN STATION AREAS OF SOME CITIES IN GEORGIA“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2023, No 129); „Mobile forms of heavy metals in soils of Georgian railway stations“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2024, No 155); „Heavy metals in railway station soils in western Georgia along the Zestaponi-Batumi line“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2025, No 179).