ჯანაშია  გიგლა
ჯანაშია გიგლა

ჯანაშია  გიგლა აკაკის ძე (27.IX.1927, ქ. თბილისი - 27.IV.2005), ქართვ. მათემატიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის მექან.-მათ. ფაკ-ტი (1951), ასპირანტურა მოსკოვის სახ. უნ-ტში (1955). ფიზ.-მათ. მეცნ.  კანდ. (1965). მოსკოვში ყოფნისას ის პოპულ. გახდა თავისი თაობის მათ. წრეებში, როგორც გელფანდის სემინარის გამორჩეული წევრი. საქართველოში დაბრუნების შემდეგ, ჯ. გ.-მ კვლევა განაგრძო ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში, სადაც დააარსა თემატური სემინარი თემაზე „სასაზღვრო ამოცანები ანალიტიკური ფუნქციებისთვის“. მან ასევე აქტიურად მიიღო მონაწილეობა თბილისში სპეც. მათ. უმაღლ. სკოლის დაარსებაში (1962). სიცოცხლის განმავლობაში ჯ. გ.-მ გამოაქვეყნა რამდენიმე მნიშვბელოვანი ნაშრომი და მენტორობა გაუწია ახალგაზრდა მათემატიკოსების მთელ თაობას ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტში. ჯ. გ.-მ და ე. ლაგვილავამ ერთობლივი ძალისხმევით შეიმუშავეს ვინერის მატრიცული ფაქტორიზაციის  (ცნობილია ასევე როგორც სპექტრ. ფაქტორიზაციის)  ალგორითმის საოცრად გამარტივებული ვერსია. ეს ალგორითმი ჯ. გ.-ს გარდაცვალების შემდეგ დაპატენტდა მერილანდის უნ-ტში და გამოქვეყნდა მაღალრეიტინგულ სამეცნ. ჟურნალში. ამ ალგორითმის პოტენციური გამოყენებები ნეირომეცნიერებებში, ეკონომიკაში, მართვის თეორიასა და უკაბელო კომუნიკაციებში ჯერ კიდევ კვლევის პროცესშია.

თხზ.: Janashia G., (2016) Matrix Spectral Factorization for Data Compression, Filtering, Wireless Communications, and Radar Systems, Patent No.: US 9,318,232 B2; Date: Apr. 19; University of Maryland (with E. Lagvilava, L. Ephremidze).