-
ავტორი
- კატეგორიები: აღმოსავლეთმცოდნე თურქოლოგი მთარგმნელი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი
ჯანაშია ნოდარ ნიკოლოზის ძე (1925-2008, თბილისი), აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი. სკოლის დამთავრებისთანავე მოხალისედ ჩაეწერა მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რიგებში (1943). ომიდან დაბრუნების შემდეგ წარმატებით დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1951) და ასპირანტურა (1955) თურქ. ენისა და ლიტ-ის სპეციალობით. ფილოლ. მეცნ. კანდ. (1955), ფილოლ. მეცნ. დოქტორი (1970). თსუ-ის თურქოლოგიის კათედრის პედაგოგი (1955-1965); ამავე კათედრის დოცენტი (1965-1973); პროფესორი (1973) და თსუ-ის თურქოლოგიის კათედრის გამგე (1973-2008). სადისერტაციო საბჭოს წევრი (1997-2000, 2001-2003, 2004-2005)-ახლო აღმ-თის ენები, მსოფლიო ისტორიის წყაროთმცოდნ. და ისტორიოგრაფია. ჯ. ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენა (ყველა საფეხური), სპეციალობის შესავალი, თარგმანი და თარგმანის თეორია, სათარჯიმნო პრაქტიკუმი, აზერბ. ენა, ოსმალური ენა (ბაკალავრიატში); სპეცკურსი და სპეცსემინარი თურქულ ენაში, თურქ. ენათა შედარებითი გრამატიკა; თურქ. ენათმეცნიერება (მაგისტრატურაში). ჯ. ნ-ის კვლევის სფეროებია: ქართ., თურქ., აზერბ. და თათრული ენები, თარგმანი და თარგმანთმცოდნეობა. არის სამი მონოგრაფიის ავტორი: „თურქული ზმნის მორფოლოგია“ (რუსულად, 981); „თურქული ენა: გრამატიკული ცხრილები და პარადიგმები“(1987), (ქართ. და რუსულად); „ზმნის სისტემა თანამედროვე თურქულ ენაში“ (1998). რედკოლეგიის წევრობა: თსუ-ის შრომები, აღმოსავლეთმცოდნეობა (1998-2008); კრებ. ენათმეცნიერების საკითხები, თსუ-ის ფილ-ის ფაკ-ი(1999-2004); საერთაშ. ყოველკვარტ. ჟურნ. „ახალი ხიდი“ (2001-2005). ჯ. ნ. არის 15 წიგნის რედაქტორი. მათ შორისაა სამეცნ. და მხატვრ. წიგნები, სახელმძღვანელოები, ქრესტომათია, ლექსიკონები, ასევე 100-მდე სამეცნ. და კრიტ. ნაშრომი, საგაზეთო წერილი.
თხზ.: ჯანაშია, ნ. (1959). პოტენციალისის გამოხატვა აზერბაიჯანულსა და თურქულ ენებში. თსუ შრომები, ტ.73; ჯანაშია, ნ. (1960). შენიშვნები თანდებულებსა და დამხმარე სიტყვების შესახებ აზერბაიჯანულსა და თურქულ ენებში, თსუ შრომები, ტ.91; ჯანაშია, ნ. (1962). აწმყო განსაზღვრულისა და აწმყო განუსაზღვრელი დროების შესახებ წალკის დიალექტში, თსუ შრომები, ტ. 99; ჯანაშია, ნ. (1960). ნაზმნარი სახელები თურქულ ენაში, თსუ შრომები, ტ.91; ჯანაშია, ნ. (1972). დროთა და კილოთა სისტემა თურქულ ენაში, კრებ.: თურქული ენები და მათი ურთიერთობა სხვა ენებთან, აზერბ. აკად. გამომც., ბაქო; ჯანაშია, ნ. (1974). პირისა და რიცხვის გამოხატვა თურქულ ზმნაში, თსუ შრომები, ტ. B 6 7/151 152; ჯანაშია ნ.(1974). გვარი თანამედროვე აზერბაიჯანულ ენაში. საბჭოთა თურქოლოგია, №1, ბაქო.
ლიტ.: ნოდარ ნიკოლოზის ძე ჯანაშია : დაბადებიდან მე-60 წლისთავი (1985). საბჭოთა თურქოლოგია, №4, ბაქო; ბარულინა ა. ნ. (1987). სიახლეები საზღვარგარეთის ენათმეცნიერებაში: კრ. თანამედროვე თურქოლოგიის პრობლემები, მოსკოვი; კაჭარავა, ნ. (1999). ქართველი ენათმეცნიერი, თურქოლოგი ნოდარ ჯანაშია. თურქული სამყარო, თურქ. ლინგვ. საზ-ის გამომც., ანკარა, გვ. 214-226; კაჭარავა, ნ. (2000). ზმნა თანამედროვე თურქულ ენაში. Türk Dili, №586, ანკარა, გვ. 416-421; ჩხიკვიშვილი, ნ. (2001). ხეში გამხელილი ოცნება. ომეგა, გვ. 29-33.