ჯანაშია ნანა ნოდარის ასული
ჯანაშია ნანა ნოდარის ასული

ჯანაშია ნანა ნოდარის ასული (08.X. 1954, თბილისი),  აღმოსავლეთმცოდნე, თურქოლოგი, ენათმეცნიერი, მთარგმნელი. დაამთავრა თსუ-ის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკ-ტი (1976) და ასპირანტურა (1979) თურქ. ენისა და ლიტ-რის სპეციალობით. ფილოლ. მეცნ. კანდ., დოქტორი  (1989), თსუ-ის თურქოლოგიის კათედრის მასწ-ი (1981-90); თსუ-ის დოცენტი (1990-2006). ჯ. ნ. სხვადასხვა დროს თსუ-ში კითხულობდა საუნივერსიტეტო კურსებს: თურქ. ენა (ძირითადი კურსი), ოსმ. ენა (ბაკალავრიატი), თურქ. პრესის ენა, თარგმანის თეორია (მაგისტრატურა). ჯ. ნ-ს კვლევის სფეროა თურქ. ენა (მორფოლოგია). საინტერესოა მისი მონოგრაფია „მყოფელობისა“ და „მქონებლობის“ გამოხატვის სემანტიკა და გრამატიკა თურქულ ენაში“(2000); მას ეკუთვნის ორი სახელმძღვანელო: „თურქული ენის სახელმძღვანელო“ (1999, 2009); Русский язык: для туркоговорящих“ (2004));  გარდა ჩამოთვლილისა ჯ. ნ. ავტორია 30-მდე სტატიისა. ჯ. ნ. აქტიურ მთარგმნელობით საქმიანობას ეწევა (2006). თარგმნილი აქვს თანამედროვე და კლასიკოსი თურქი მწერლების 40-მდე ნაწარმოები, ცალკეული ავტორების მოთხრობები და სამეცნ. სტატიები. მათ შორისაა ორჰან ფამუქი, ოია ბაიდარი, აჰმეთ უმითი, ასლი სანჯარი, ისქენდერ ფალა, ოღუზ ათაი, ქევსერ რუჰი,  ფაჰრეთინ ჩილოღლუ, რეშათ ნური გიუნთექინი, საბაჰათინ ალი და მრ. სხვ.: ორჰან ფამუქის (ნობელიანტი) რომანები: „ჯევდეთ ბეი და მისი ვაჟიშვილები“ (2009); თოვლი (2011); შავი წიგნი (2013); წითური ქალი (2017); ოია ბაიდარის რომანები: დაფერფლილები (2012); დაბრუნება (2012);  ლორდი კინროსი, ათათურქი, ერის მეორედ დაბადება (2011); საბაჰათინ ალი, მადონა ბეწვის მანტოში (2016); ასლი სანჯარი, ჰარამხანა (2019); ისქენდერ ფალას   რომანები: სიკვდილი ბაბილონში, სიყვარული სტამბოლში (2020); გლოვის წვეთი (2021); ოღუზ ათაი: შიშის მოლოდინში (2020); ხელმოცარულები (2022).

თხზ.: ჯანაშია, ნ. (1977). მყოფადის წარმოებისათვის ქართულში. ქართული ენა და ლიტერატურა სკოლაში, N4, გვ.57-60;  ჯანაშია, ნ. (1985). О выражении «бытия» в турецком языке, Советская тюркология, №3, стр.79-85; ჯანაშია, ნ. (1987). „მქონებლობის“ გამოხატვისათვის თურქულ ენაში, თსუ ახალგ. მეცნ. საბჭოს შრომები, XIV, ჰუმანიტ. და საზოგ. მეცნ-თა სერია, გვ.152-155; ჯანაშია, ნ. (1989). ეკზისტენციალიზმის გამოხატვის ლექსიკური საშუალებები თურქულ ენაში თსუ შრომები, 290, აღმოსავლეთმცოდნეობის სერია, გვ. 81-87; ჯანაშია, ნ. (1990). Категория обладаемости в турецком языке. Советская тюркология, №1, Баку, стр. 50-57; ჯანაშია, ნ. (1999). მქონებლობის გამოხატვის სემანტიკა და ტიპოლოგია თურქულში, აღმოსავლეთცოდნეობა, ტ.99, გვ.37-45.

ლიტ.:  კაჭარავა ნ.(2002). მყოფელობისა და მქონებლობის სემანტიკა თურქულში: რეცენზია ჯ.ნ.-ს მონოგრაფიის შესახებ. ანკარა, Türk Dili, N 609, , გვ. 772-773.