-
ავტორი
- კატეგორიები:
ჯამრიშვილი ნინო კარლოს ასული (09.XI.1976, თბილისი), მეტეოროლოგ-კლიმატოლოგი. დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახ. თსუ-ის გეოგრ.-გეოლ. ფაკ-ტი (2003). მუშაობს თსუ-ის გეოფიზიკის ინ-ტში (2017–დან), არის ინ–ტის მეცნიერ–თანამშრომელი (2018). მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშ. კონფერენციებში და გამოქვეყნებული აქვს სტატიები სამეცნ. ჟურნალებში:,,დედამიწის ზედაპირზე ჩამოვარდნილი სეტყვის ქვების დიამეტრის შეფასება ღრუბელში მათი ზომისა და ნულოვანი იზოთერმის სიმაღლის გათვალისწინებით კახეთის რეგიონის პირობებში” (შრომები=Proceedings, 2018, ტ. VI); ,,2019-2022 წლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ძლიერი ქარის დღეების რაოდენობის ანალიზის ზოგიერთი შედეგი“ (საქართვ. გეოგრ. ჟურნ., 2023, ტ.3 (2), 2023); ,,კლიმატის ცვლილების ფონზე სეტყვის დღეების რაოდენობის გრძელვადიანი ცვლილებების ზოგადი სტატისტიკური ანალიზი აღმოსავლეთ საქართველოში“(სტუ-ის ჰიდრომეტეოროლოგიის ინ-ტის სამეცნ. მიმოხილვითი შრომები, 2025, ტ.136).