ჯამბურია ლევან
ჯამბურია ლევან

ჯამბურია ლევან გივის ძე (26.VI.1954, ქ. თბილისი), მათემატიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. კანდიდატი (1985). დაამთავრა თსუ–ის მექან.-მათემატიკის ფაკულტეტი (1976). იყო საქ. მეცნ. აკად. ეკონომ. და სამართლის ინ-ტის (1980-1983), მეცნიერ თანამშრომელი; ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის (1983-1990), უფრ. მეცნ. თანამშრომელი; თსუ–ის ალბათობის თეორიისა და მათ. სტატისტიკის ლაბორატ. (1990-2006), უფრ. მეცნიერ-თანამშრომელი; სადაზღვევო კომპანია „ალდაგი“, აქტუარი (1999); სარეკლამო კომპანია „სარკე“, სტატისტიკოსი (2007-2008); ქართულ-ამერიკული უნ-ტი, მოწვეული ლექტორი (2008-2009); ქართულ-ამერიკული უნ-ტი, ასოცირებული პროფესორი, (2010-დან). პროექტები: INTAS-ის პროექტი (გრანტი N 00-738) „ეფექტური კოდირება და მასთან დაკავშირებული პრობლემები“ (2000-2003); გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტი “სიღარიბისგან მსაზღვრელი ფაქტორების გამოვლენა”, სტატისტიკოსი (2001); გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტი „სიღარიბის რუკები საქართველოში“, სტატისტიკოსი (2002-2003); გაეროს განვითარების პროგრამა, პროექტი „მომუშავე ბავშვების მდგომარეობის კვლევა საქართველოში“, სტატისტიკოსი (2003). მისი ძირითადი შრომები ეხება რეჟიმის დარღვევის მომენტის აღმოჩენისა და სიგნალების ოპტიმალური გადაცემის ამოცანებს ფასიანი დაკვირვებების შემთხვევაში. გამოქვეყნებული აქვს 26 სამეცნ. ნაშრომი და წიგნები.

თხზ.: ჯამბურია, ლ. (თანაავტორი). (1992). მათემატიკური ტესტები; ჯამბურია, ლ. (თანაავტორი). (1999). ფინანსური ანალიზის რაოდენობრივი მეთოდები; ჯამბურია, ლ. (თანაავტორი). (2005). სავარჯიშოები აბიტურიენტებისთვის.