ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული
ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული

ჯამბაკურ-ორბელიანი მარიამ (მაშო) ვახტანგის ასული  (11.VII.1852 - 23.VIII.1941, თბილისი), მწერალი, საზ. მოღვაწე, სამეფო ოჯახის წევრი, ქველმომქმედი,  მეფე ერეკლე II-ის ქალიშვილის - თეკლას შვილიშვილი. დაამთავრა თბილ. ქალთა კურსები  (1868). ფლობდა რუსულ, ფრანგულ, იტალიურ და გერმანულ ენებს. იყო ,,ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების“  ნამდვილი წევრი (1879);  ქართ. უნ-ტის საზ-ბისა (1917-1918) და თსუ-ის დამფუძნებელი; “ქართული სათავადაზნაურო სკოლის” სამზრუნველო კომიტეტის წევრი და ამ კომიტეტის თავ-რის მოადგილე (1879-1914); ასევე „ტფილისის ბავშვებზე ზრუნვის საზოგადოების“ დამფუძნებელი წევრი; სამუსიკო სკოლის კომიტეტის, შემდგომში თბ. სახელმწ. კონსერვ. კომიტეტის წევრი; ასევე ”ქართველ ღარიბ მოწაფეთა დამხმარე საზოგადოების” აქტიური წევრი და “მასწავლებელ ქალთა საზოგადოების გამგეობის” წევრი, სადაც  იცავდა ქალთა უფლებებს და ზრუნავდა ქალ მასწავლებლებზე, რ-იც ქართულ, რუსულ და სომხურ სექტორებს მოიცავდა (1886-1919).  მისი ინციატივით გაიხსნა დაწყებითი სასწავლებელი სოფ. ლამისყანასა და ატენში;  იგი  თსუ-ის დამფუძნებელი და ახლად დაარსებული უნ-ტის დამხმარე საზ-ბის წევრია (1918). დახმარებას უწევდა საბავშვო ჟურნალებს „ჯეჯილსა“ და „ნაკადულს“, ქალთა საზ-ბა „განათლებას“. გამოსცა მამის, ვ. ორბელიანის ლექსების სრული კრებ. (1896). საქართვ. საბჭ. რეჟიმის დამყარების შემდეგ ეწეოდა პედაგოგიურ და მთარგმნელობით საქმიანობას.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. I.–თბ., 1997; საქართვ. ეროვნ.  არქივი, პეტრე მელიქიშვილის პირადი ფონდი და თსუ-ის ფონდი 471-1-16, გვ. 2.