ჯამასპაშვილი ნელი
ჯამასპაშვილი ნელი

ჯამასპაშვილი ნელი შალვას ასული (05. XII. 1955, ქ. ტყიბული) გეოგრაფი, პედაგოგი, გეოგრ. დოქტორი (2002), თსუ-ის დოცენტი (2004). სწავლობდა ჯერ თბილ. ფინან.-ეკონ. კურსს ტექნიკუმში (1972-1975, წარჩინებით), შემდგომ თსუ-ის სოხუმის ფილიალის ბიოგეოგრ. ფაკ-ტზე გეოგრ. სპეციალობით (1984–1990). იყო თსუ-ის მაძიებელი (1999). გაიარა სპეც. სასწ. კურსი „გეოინფორმაციული პროგრამა ARC/INFO, ArcGIS“ (2000, ESRI). დაიცვა დისერტაცია თემაზე „დაცული ტერიტორიების შერჩევის გეოგრ. ანალიზი მცირე კავკასიონის ცენტრალური ნაწილის და მიმდებარე ტერიტორიების მაგალითზე“ (2002). მუშაობდა ჯერ საქართ. ჯანდაცვის სამინისტროს საფინანსო განყ-ბაში (1975, ეკონომისტი), სახელმწ. სამეც.-კვლ. ინ-ტში „მიონი“, (1978, ინჟინერ-ეკონომისტი), საქართვ. სოც. უზრუნველყოფის სამინისტროში (1982 უფრ. ეკონომისტი), საქართ. ბუნების დაცვის საზ-ბის რესპ. საბჭოს პრეზიდიუმში (1986, მეთოდისტი), თბილ. ტოპოგრაფიულ ტექნიკუმში (1991, მოწვეული პედაგოგი), თსუ-ში გეოგრ. და გეოლ. ფაკ-ტის მარტყოფის სტაციონარზე (1994-დან, ინჟინერი), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტის საქართვ. გეოგრ. კათედრის მასწავლებლად (1998), უფრ. მასწავლებლად (2002), დოცენტად (2004). ამჟამად გეოგრ. ლაბ-იის ინჟინერია (2007-დან). ჯ. ნ. კითხულობდა სასწ. კურსებს (1994-2017) ბაკალავრიატში – შესავალი გეოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობა, კომპიუტერი გეოგრ.-ში, გეოინფორმატიკის საფუძვლები, რაციონალური ბუნებათსარგებლობის კარტოგრაფიული ასპექტები, საქართ. დაცული ტერიტორიები, დაცული ტერიტორიების გეოგრ. საფუძვლები, დაცული ტერიტორიების კარტოგრაფირება, საველე სასწ.-სამეცნ. პრაქტიკა; მაგისტრატურაში – გარემოს დინამიკის კარტოგრაფიული ასპექტები, გეოეკოლოგიური კარტოგრაფირება, კონსერვაციული გეოგრაფია, გეოინფორმატიკა, გეოინფორმაციული სისტემები, ექსპერტული გეოინფორმაციული სისტემები, კავკასიის გეოინფორმაციული სისტემა, გეოგრ. ტერმინოლოგიის საფუძვლები. ჯ. ნ. მონაწილეობდა ადგილ. და საერთაშ. პროექტებში (21 გრანტი). ჩართული იყო სამეც. პროექტებში: პროექტის სამეც. ხელმძღვ. - SRNSFG (2009-2012 „საქართ. ახალი ლანდშაფტური რუკა და გის-ი“); World Bank (2007-2008 „Development of Landscape-ecological Carcass Maps for Forest Land use zoning on the Remaining territories of Georgia“); აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებ. რესურს. სამმართ. ბსუ (2007-2008 „აჭარის გეოინფორმაც. ატლასის შედგენა“); მამარდაშვილის ფონდი–საფრ.-ის საელჩო საქართ. (2010 „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასის ქართული ვერსიის შექმნა“); ბაკურ სულაკაურის გამომც. (2011, „კავკასიის გეოპოლიტიკური ატლასის რუკების შედგენა გამოსაცემათ“); Les Editions Autrement, Collection Atlas/Monde (2008-დან); ძირითადი პერსონალი (EDMED, EDMERP (2006), WWF, KFW (2005), WB (2003-2005), GRID UNEP (2002) და სხვ. ჯ. ნ. მონაწილეობს საერთაშ. და ადგილ. კონფერენციებში (62-ზე მეტი), არის საერთაშ. კონფერენციების ორგანიზატორი: ქართულ-ფრანგული კონფერენცია „საქართველო და საფრანგეთი: ღვინის ორი ცივილიზაცია“ (2007, თსუ), „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“ (2007-დან), „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა-დაგეგმარება-მართვა“ (2017), „მდგრადი განვითარების ლანდშაფტური განზომილება: კვლევა-კარტო/გის-დაგეგმარება-მართვა“ (2022) და ამ კონფერენციების აბსტრაქტებისა და სტატიების კრებულების ბეჭდური და ელექტრონული ვერსიების რედაქტორ-შემდგენელი. ჯ. ნ. მონაწილეობდა სამეცნ. ექსპედიციებში (საქართვ., თურქეთი, პოლონეთი, საფრანგეთი, ნიდერლანდები, ბულგარეთი,  გერმანია, იტალია, საბერძნეთი, ყაზახეთი, უზბექეთი, თურქმენეთი, აზერბაიჯანი, ირანი, ყოფ. იუგოსლავია, უნგრეთი, ავსტრია, უკრაინა, რუსეთი და სხვ.). ჯ. ნ. გამოქვეყნებული აქვს 78 სამეცნ. ნაშრომი, მათ შორის 1 მონოგრაფია, 1 სახელმძღვანელო და მრავალი სტატია, მათ შორის 3 სტატია Thomson Reuters Impact Factor-ში. ჯ. ნ. არის საქართ. გოგრ. საზ-ბის სამეცნ. საბჭოს წევრი (1994), სგს დამფუძნებელი (1999-დან), International Geographical Union, წევრი (2002-დან); კავკასიის გეოგრ. ჟურნალის რედკოლეგიის წევრი (2004-დან); კრებ. „გეოგრაფიის თანამედროვე პრობლემები“ რედკოლეგიის წევრი (2011-დან); მაღალი იმპაქტ ფაქტორის მქონე ჟურნ. AMBIO, Royal Swedish Academy of Sciences, რეცენზენტი (2012-დან); შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდის დამოუკიდებელი ექსპერტი (2012-2016).

თხზ.: Джамаспашвили, Н. (2000). Ландшафтное разнообразие центральной части Малого Кавказа. თბილ., WWF,WB; ელიზბარაშვილი, ნ., მაჭავარიანი, ლ., ნიკოლაიშვილი, დ., ჯამასპაშვილი, ნ. და სხვ. (2000). საქართველოს გეოგრაფია. სახელმძღვანელო. თბილ.; Беручашвили, Н.Л., Джамаспашвили, Н. Ш.(2002). Лесоустроительные работы и «Зеленая карта». Кавказский географический журнал, №1, თბილ.; Беручашвили, Н.Л., Гордезиани, Т.П., Джамаспашвили, Н.Ш., Маглакелидзе, Р.В.(2006). Марткопский стационар: изменение природной среды и концептуальных идей. Журнал: География и природные ресурсы, РАН, СО РАН, „ГЕО“, Иркутск,ISSN: 0206-1619; Elizbarashvili, M.; Maisuradze, R.; Bilashvili, K.; Jamaspashvili N.  და სხვ. (2017). Mountain regions, population and their ecological problems: Case study of Mestia Municipality.  Journal „Environment and Ecology“, Vol. 38(5), India, Thomson Reuters Impact Factor: 0.697; Джамаспашвили, Н., Беручашвили, Н.Н., Беручашвили, Л.Н. (2017). Наследие Нико Беручашвили в науке: Картография и ГИС. Proceedings of International Conference „Landscape Dimensions of Sustainable Development: Science-Planning-Governance“, თბილ., გამომც. თსუ, ISBN 978-9941-13-639-9; ჯამასპაშვილი, ნ. (2023) ლანდშაფტების პერცეფცია: პერსპექტიული მიმართულება კონსერვაციულ გეოგრაფიაში. სტატიების კრებული, საერთაშორისო კონფერენცია „დედამიწასა და მის გარსებში მიმდინარე გეოფიზიკური პროცესები“ გამომ. თსუ. ISBN 9789941361470, e-ISSN 2667-9973, p-ISSN 1512-1127.