ჯამაგიძე მზია მიხეილის ასული
ჯამაგიძე მზია მიხეილის ასული

ჯამაგიძე მზია მიხეილის ასული (14.IV.1982, დაბა თიანეთი), ფილოლოგი, თსუ–ის შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (2018). დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (2004), ამავე უნ–ტის მაგისტრატურა (2006),  ილიას სახელმწ. უნ–ტის დოქტორანტურა (2020). ფილოლოგიის დოქტორი (2020), თბილ. ღია სასწ. უნ–ტის მოწვეული პედაგოგი (2006-2020), თბილ. ღია სასწ. უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2020-2022), სულხან-საბა ორბელიანის უნ–ტის ასოცირებული პროფესორი (2023), სულხან-საბა ორბელიანის უნ–ტის აკად. საბჭოს წევრი (2023). ჯ.მ.-ს კვლევითი ინტერესები მოიცავს XX ს. და თანამედროვე  ქართულ ლიტერატურას, საბჭ. და პოსტსაბჭოთა კულტურულ დისკურსს, ნაციონალურ იდენტობას, კოლონიურ და პოსტკოლონიურ თეორიებს, ასევე ქართ. ლიტერატურის განვითარების პროცესების გააზრებას თანამედროვე დასავალური ლიტერატურათმცოდეობითი თეორიებისა და დისკურსების მიხედვით. ჯ.მ. არის ერთ-ერთი პირველი მკვლევარი, რომლის ნაშრომებშიც საბჭ. და პოსტსაბჭოთა პერიოდის  ქართ. მხატვრული ტექსტების ანალიზისთვის ადაპტირებულია  პოსტკოლონიური თეორიები. მისი სხვადასხვა პუბლიკაცია ეხება სასაზღვრო ორიენტალიზმს, კულტურულ ტრავმას, მეხსიერების პოლიტიკასა და თანამედროვე ქართ. მხატვრული პროზის ნარატიულ სტრატეგიებს. ჯ.მ.-ს ნაშრომები გამოქვეყნებულია ადგილობრივ თუ პრესტიჟულ, იმპაქტფაქტორის მქონე საერთაშ. გამოცემებში. მიღებული აქვს ილიას სახელმწ. უნ–ტის პასკალის პრემია (2018).