ჯამაგიძე ლელა მიხეილის ასული
ჯამაგიძე ლელა მიხეილის ასული

ჯამაგიძე ლელა მიხეილის ასული (14.VIII.1980), თსუ-ის ეკონ. და ბიზნესის ფაკ-ტის საერთაშ. ეკონ. და ეკონომიკურ მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორი, ეკონ. აკად. დოქტორი. დაამთავრა თსუ-ის ეკონ. ფაკ-ტის მაგისტრატურა სპეციალობით - საერთაშ. ეკონ. ურთიერთობები (2003). დისერტაცია დაიცვა თემაზე: ტრანსფორმაციული კორპორაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში“ (2009). მუშაობდა თსუ-ში საერთაშ. ბიზნესისა და საგარეო ვაჭრობის ეკონ. კათედრის ასისტენტად (2003-დან). იყო მოწვეული ლექტორი საერთაშ. ბიზნესის ფაკ-ტზე, მუშაობდა ასისტენტ პროფესორად ეკონომ. და ბიზნესის ფაკ-ტზე. ამჟამად საერთაშ. ეკონ. და ეკონომ. მოძღვრებათა ისტორიის კათედრის ასოცირებული პროფესორია (2020-დან). არის 40-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი:,,ინსტიტუტების იმპორტი საქართველო-ევროკავშირის სავაჭრო ურთიერთობების სფეროში“ (ეკონომიკა და ბიზნესი №3, ტ.XI, 2019); ,,სავაჭრო პოლიტიკის მიმართულებები გლობალური ბაზრების ახალი გამოწვევების საპასუხოდ“ (გლობალიზაცია და ბიზნესი №9, 2020); ,,სამრეწველო სექტორის განვითარება ევროკავშირსა და წევრობის კანდიდატ ქვეყნებში“ (ეკონომისტი ტ. XX, №3, 2024) და სხვა. მრავალი საერთაშ. სამეცნ. და საგანმან. პროექტის მონაწილე. მისი სამეცნ. კვლევის სფეროებია: საერთაშ. ვაჭრობა, ეკონომ. ინტეგრაცია, სტრუქტ. ტრანსფორმაცია და ეკონომ. განვითარება. გამოაქვეყნა:

თხზ.: ჯამაგიძე, ლ. (2010). ტრანსნაციონალური კორპორაციების როლი მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პროცესში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941129360;  ჯამაგიძე, ლ. (თანაავტორი). (2011). საერთაშორისო ბიზნესის სოციოკულტურული გარემო საქართველოში. თბ., უნივერსალი, ISBN 9789941174063; ჯამაგიძე, ლ. (თანაავტორი). (2025). საქართველოს ევროინტეგრაციული პერსპექტივა:[მონოგრაფია]. თბ., Smarty, ISBN 9789941875298.