ჯალიაშვილი მაია უშანგის ასული
ჯალიაშვილი მაია უშანგის ასული

ჯალიაშვილი მაია უშანგის ასული (17.III.1963, ლაგოდეხი), ფილოლოგი, პროფესორი. დაამთავრა თსუ–ის ფილოლოგიის ფაკ–ტი (1986), შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ–ტის ასპირანტურა (1990); ფილოლოგიის მეცნ. კანდიდატი (1991), ფილოლოგიის მეცნ. დოქტორი (1999); ეროვნ. არქივის  მეცნიერ თანამშრომელი (1987-1998), გაზ. „ქართული მწერლობის“  ლიტერატურის განყ–ების რედაქტორი (1998-2000), შოთა რუსთაველის სახ. ქართ. ლიტერატურის ინ–ტის მეცნიერ თანამშრომელი (1992-2005), მთ. მეცნიერ თანამშრომელი (2006), სკოლა „ლოგოსის“ მასწავლებელი (2014-2015), ქართულ-ამერ. უნ–ტის პროფესორი (2015); მასწავლებლის სახლის ტრენერი (2012-2025); შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საერთაშ. ასოციაციის წევრი (GCLA, 2022); შოთა რუსთაველის სახ. ლიტერატურის ინ–ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (2016). ჯ.მ.-ს სამეცნ. ინტერესთა სფერო მოიცავს XX ს. ქართ. ლიტერატურის კვლევას, ქართ. მოდერნისტული რომანის (განსაკუთრებით 20-იანი წლების) შესწავლას, კლასიკური და თანამედროვე მწერლობის ტენდენციების ანალიზს, აგრეთვე, შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობის საკითხებსა და ქართ. ლიტერატურის საერთაშ. პროცესების ჭრილში განხილვას. იგი აქტიურად იკვლევს ლიბერალიზმის ეპოქას ქართულ ლიტერატურაში და ეკონომიკურ კონცეპტებს მხატვრულ პროზაში. კვლევის შედეგები  წარმოდგენილია მის მონოგრაფიულ ნაშრომებში: „თაობიდან თაობამდე“ (1994); „ქართული მოდერნისტული რომანი XX საუკუნის 20-იანი წლები“ (2006); „ლიბერალიზმის ეპოქა ქართულ ლიტერატურაში“ (2015) და სხვ. ჯ.მ. თანაავტორია ისეთი ფუნდამენტური სახელმძღვანელოებისა, როგორებიცაა:„XX საუკუნის ქართული ლიტერატურა“ (სამივე ნაწილი: 2016, 2020, 2021); „ქართული ლიტერატურა: ისტორია საერთაშორისო ლიტერატურული პროცესების ჭრილში“ (2016) და „ბოლშევიზმი და ქართული ლიტერატურა“ (2016). ჯ.მ. აქტიურად თანამშრომლობდა ლიტერატურულ გამოცემებთან. იყო  ჟურნ. „ომეგას“  ლიტერატურის განყ–ების რედაქტორი (1999-2005), ჟურნ. „ჩვენი მწერლობის“ ლიტერატურის განყ–ების რედაქტორი (2000-2016). მიღებული აქვს ლიტ. პრემიები: ალ. ორბელიანის სახ.  (2000), „ლიტერატურული გაზეთის“ (2012), გრ. კიკნაძის სახ. (2012), „საგურამო“ (2016),  „მუზა“  (2024). იყო ლიტ. პრემია „საბას“ ნომინანტი (2023).

თხზ.: ჯალიშვილი, მ. (2006). ლიტერატურული წერილები. თბ., წყაროსთვალი. ISBN: 9994089900; ჯალიშვილი, მ. (2009). შეხვედრა წიგნში: ლიტერატურული წერილები, კლასიკური და თანამედროვე მწერლობა, ტენდენციები. თბ., საქართველოს მაცნე. ISBN: 9789941018824; ჯალიშვილი, მ. (2016). ზნეობის გარდამოხსნა: ლიტერატურული წერილები. თბ., ლიტერატურის ინ-ტის გამ-ბა. ISBN: 9789941091247.