ჯალაღანია სოფიო მიხეილის ასული
ჯალაღანია სოფიო მიხეილის ასული

ჯალაღანია სოფიო მიხეილის ასული (02.III.1987, ხონი). დაამთავრა თსუ-ის ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ტი, ბუნებრივი აირის და ნავთობის ქიმია, ბაკალავრიატი (2008), შემდეგ მაგისტრატურა, ფიზ. და ანალიზური ქიმია (2010). დოქტორანტი, ფიზ. და ანალიზური ქიმია (2019-დღემდე); ფლობს ქართულ, რუსულ, ინგლისურ ენებს.   იყო თსუ-ის ალ. თვალჭრელიძის სახ. მინერალური ნედლეულის კავკასიის ინ-ტის, საგამოცდო ცენტრი „გეოანალიტიკა“-ს სამეცნ. კვლ. განყ-ების მეცნიერ- თანამშრომელი (2014-დან). კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია საერთაშ. და ადგილ. სამეცნ.  ჟურნ., კონფერენციების და ფორუმების მასალებში, ასახულია ინ-ტის სამეცნ. ანგარიშებში და სამეცნ. გრანტებში (4 გრანტი): "Adsorption of H2S from thermal waters using clinoptilolite: (IOP Conf. Series: Earth and Environmental Science, 2021); „The mobile forms of heavy metals in soils of railway stations of Georgia“ (Sciences of Europe, Czech Republic, 2024, No 155); “Heavy metals in railway station soils in western Georgia along the Zestaponi-Batumi line” (Sciences of Europe, Czech Republic, 2025, No 179); “An Efficient, Competitive "Ozone Generation Systems" For The Challenges in Agriculture Sector” (World Science, 2025, 1 (87).

თხზ.:  ჯალაღანია, ს. (თანაავტორი). (2025). On a new method of wine culture and vineyard care. Tb. TSU. ilisi. 2025. ჯალაღანია, ს. (თანაავტორი). (2021). სასარგებლო მოდელი:  გოგირწყალბადისა და მისი იონებისაგან თერმული წყლების გაწმენდის ხერხი კომბინირებული ნახშირ-ცეოლითური ადსორბენტის გამოყენებით. AU.