ჯალაღანია დავარ სიმონის ასული
ჯალაღანია დავარ სიმონის ასული

ჯალაღანია დავარ სიმონის ასული (01.XII.1939, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის ფიზიკის ფაკ-ტი ბირთვული ფიზიკის სპეციალობით (1964). მუშაობდა ბირთვული ფიზიკის კათედრაზე, კოსმ. სხივების ლაბორატორიაში (1963-დან). გადაყვანილია უფრ. ლაბორანტის (1968); შემდეგ უმცროს მეცნიერ მუშაკისა (1974) და მეცნიერ მუშაკის თანამდებობაზე (1978). მონაწილეობდა მრავალ საერთაშ. კონფერენციას, პროექტსა და კოლაბორაციაში-ქ. დუბნის ბირთვული კვლევების გაერთიანებული  ინ-ტთან (1980-2006). არის 15-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი, რ-იც გამოქვეყნებულია როგორც ადგილობრივ ასევე საერთაშ. სამეცნ. ჟურნალებში: „Образование пионов протонами средних энергии на ядрах“ (Труды Тбилисского ун-та: Физика, 1978, N 190); „К вопросу о рождении медленных пионов на ядрах“ (Труды Тбилисского ун-та: Физика, 1978, N 196). ჯ. დ.-ს კვლევის მიმართულებაა: ექსპ. ბირთვული ფიზიკა, ელემენტარული ნაწილაკების ფიზიკა.