ჯალაბაძე ნათია
ჯალაბაძე ნათია

ჯალაბაძე ნათია გიორგის ასული (5.XI. 1955, ქ.  თბილ. ), ეთნოლოგი, ფილოლოგი.  ისტ.  დოქტორი.  თსუ-ის ივ. ჯავახიშვილის სახ.  ისტ.  და ეთნოლოგიის ინ-ტის კავკ.  ეთნოლოგიის განყ-ბის უფრ.  მეცნ.  თანამშრომელი.  დაამთავრა თსუ-ის დას.  ევრ.  ენებისა და ლიტ-რის ფაკ-ტი(1977); თსუ-ის ხელოვნ. ფაკ-ტი, ფერწერის განხრით (1976). მუშაობდა ენათმეცნ. ინ-ტში სამეცნ. ტერმინოლოგიის განყ-ბის ლაბორანტად(1979-1980); ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ. და ეთნოლოგიის ინ-ტში უმც. მეცნ. თანამშრომლად(1980-1990); დაიცვა საკანდ. დისერტაცია –„რელიგიური სინკრეტიზმის თავისებურებანი აღმოსავლეთ საქართველოს მთიანეთში (ადგილის დედა ღვთისმშობელი)“ (1988), რ-შიც გამოკვლეული იყო ქრისტიანობამდელი და ქრისტ.  დედური კულტების სინკრეტიზაციის სპეციფ.  აღმ.  საქართვ.  მთაში და ნაჩვენები იყო ამ პროცესის კომპლ.  ხასიათი. იგი ინ-ტის უფრ. მეცნ. თანამშრომელია (1990–დან); კავკ. ხალხთა საერთაშ. სამეცნ. -კვლ. ინ-ტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და გამგეობის წევრი (2003–დან). გამოქვეყნებული აქვს 100-ზე მეტი სამეცნ. პუბლიკაცია.  არის ათეულობით სამეცნ.  ნაშრომის რედ.  და მრავალი, როგორც ადგილ. ისე საერთაშ. სამეცნ. პროექტისა და ფორუმის მონაწილე. ჯ. ნ-ს აქვს საქართვ. საზღვრის პირა და მულტიკულტურულ რეგიონებში (პანკისის ხეობა, ქვემოქართლი, შიდაქართლი,რაჭა, სვანეთი,ხევსურეთი,კახეთი) საველე ეთნოგრ.  მუშაობის მნიშვნელოვანი გამოცდილება. მისი გამოკვლევები მოიცავს რელიგ. სინკრეტიზმისა და ჩვეულებითი სამართლის, ქართ.-ოსური და ქართ.-ვაინახური ურთიერთობების, ეთნ. უმცირესობებისა და კულტურათაშორისი კომუნიკაციის საკითხებს. იგი ასევე შეისწავლის მიგრაციის პროცესებს და ეთნოკულტ. და ეთნოპოლიტ.  ვითარებას საზღვრისპირა რეგიონებში. ჯ. ნ. არის თანაავტორი ისეთი საეტაპო ნაშრომებისა, როგორებიცაა:  Грузины(2014), ქართველები (2016), ეთნოსები საქართველოში(2008) და ეთნიკური  მრავალფეროვნება საქართველოში (2021). ჯ. ნ.-ს პროექტმა მოიპოვა  ჯონ და ქეთრინ მაკარტურების ფონდის (ჩიკაგო, აშშ, 2004), ინდივიდ.  გრანტი: თემა: ჩეჩნური ფენომენი ქართულ  სინამდვილეში. იგი არის ფოლკსვაგენის ფონდის მიერ დაფინანსებული სამი საერთაშ. პროექტის მონაწილე:„თურქი მესხები – ინტეგრაციასა და გადასახლებას შორის“ (2004), „ტრადიციული  სამართლის რევიტალიზაცია საქართველოში“(2009-2011), „თანამედროვე ტრანსფორმაციული პროცესების გავლენა ენობრივ და ეთნიკურ იდენტობაზე: ურუმები და პონტოელი ბერძნები საქართველოში“(2013-2016).  ჯ. ნ.  არის შოთა რუსთაველის საქართვ. ეროვნ. სამეცნ. ფონდის ერაერთგზის გრანტიორი.  ჯ. ნ.  იყო CESS-ის (ცენტრ.  ევრაზიის შემსწავლელი    საზ-ბა) წევრი (2004-2020), EASA-ს (ევრ.  სოც.  ანთროპოლ.  ასოციაცია) წევრი (2010). ჯ. ნ.  არის თსუ-ის ივ.  ჯავახიშვილის სახ.  ისტ.  და ეთნოლოგიის ინ-ტის ჟურნ.  „ქრონოსის“ სარედ.  კოლეგიის წევრი. დაჯილდოებულია საქართვ.  მეცნ.  ეროვნ.  აკად.  საპატიო სიგელით ეთნოლოგიის დარგში სამეცნ.  მიღწევებისათვის (2022).  

თხზ.  ჯალაბაძე ნ.  (2006) ქართ. ვაინახური ურთიერთობის დინამიკა, ჩეჩნური ფენომენი ქართულ სინამდვილეში. ISBN 99940-67-23-0; Jalabadze N.  (2016)Traditional Law in the Caucasus Local Legal Practices in the Georgian Lowlands(co-author).   Curupira.  ISBN 3818505241, 9783818505240; ჯალაბაძე ნ.  (2017) ყაზბეგის რაიონის ოსები ქართულ-ოსური ურთიერთობის კონტექსტში. მწიგნობარი. ISBN 978-9941-473-20-3.