-
ავტორი
- კატეგორიები: ფიზიკოსი
ჯახუტაშვილი თეიმურაზ ვლასის ძე (21.V.1940, ბათუმი - 20.VII.2018, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „მიონში“ (1965-1991). მუშაობდა თსუ-ის მასალათმცოდნეობის კათედრაზე სექტორის გამგედ (1992-დან). ჯ. თ. იყო ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (2005). მისი დისერტაციის თემა: „GaAlP-ს შუქმნათი ჰეტეროსტრუქტურები და მათ საფუძველზე მოწყობილობების შექმნა და კვლევა“. სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თსუ-ის აკად. ნ. კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლევით ინ-ტში დირექტორის მოადგილის და განყ-ბის გამგის თანამდებობებზე (2009-დან). იყო 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, მათ შორის: “Solar energy resources and their application perspectives in Georgia (using semiconductive photovoltaic cells)”, (International Solar Energy Society, Proceedings Solar World Congress, Jerusalem, Israel, v. 1, pp. 185-191, 1999); ,,Georgian Individual Risks of Radon Induced Lung Cancer”, (International symposium on the Natural Radiation Exposures and Low Dose Radiation Epidemiological Studies (NARE-2012); February 29 – March 3, 2012, Hirosaki University, Japan; Book of Abstracts, 201-P; ,,Comparative Measurements of Radon Content in Tap Water in Tbilisi and Rustavi Cities”, (Clean Soil and Safe Water, NATO Science for Peace and Security; Series C: Environmental Security, 2012). იყო 10-ზე მეტი საქართვ. და საერთაშ. სამეცნ. ფონდების საგრანტო პროექტების მონაწილე.