ჯახუტაშვილი თეიმურაზ
ჯახუტაშვილი თეიმურაზ

ჯახუტაშვილი თეიმურაზ (21.V.1940, ბათუმი - 20.VII.2018, თბილისი). დაამთავრა თსუ-ის უნ-ტის ფიზიკის ფაკ-ტი (1964). მუშაობდა სამეცნ.-საწარმოო გაერთიანება „მიონ“-ში (1965-1991). მუშაობდა თსუ-ის მასალათმცოდნეობის კათედრაზე სექტორის გამგედ (1992-დან). ჯ. თ. იყო ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. (2005.). სიცოცხლის ბოლომდე მუშაობდა თსუ-ის აკად. ნოდარ კეკელიძის სახ. ნივთიერებათა კვლევის სამეცნ.-კვლ. ინ-ტში დირექტორის მოადგილის და განყ-ბის გამგის თანამდებობებზე (2009-დან). იყო 70-ზე მეტი სამეცნ. ნაშრომის ავტორი და თანაავტორი, 10-ზე მეტი საქართვ. და საერთაშ. სამეც ფონდების საგრანტო პროექტების მონაწილე.