-
ავტორი
- კატეგორიები: პროფესორი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი მათემატიკოსი
ჯაიანი გიორგი ვლადიმერის ძე (19.VI.1945, ქ. თბილისი) ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. დოქტორი (1986), პროფესორი (2000), დაამთავრა თსუ-ის მექანანიკა-მათემატიკის ფაკ-ტი (1968), ა. რაზმაძის სახ. მათემატიკის ინ-ტში დაიცვა დისეტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნ. კანდ. ხარისხის მოსაპოვებლად (1974), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტში მუშაობს უმცროსს და მთ. მეცნიერ-თანამშრომლის პოზიციებზე (1968), იყო ინ-ტის სწავლული მდივანი (1974-1987), დირექტორის მოადგილე სამეცნ. მუშაობის დარგში (1987-2006, დეკემბრამდე), ინ-ტის დირექტორი (2006), თსუ-ის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნ. ფაკ-ის პროფესორი (2009), მექანიკის კათედრის გამგე, მიწვეული იყო თსუ-ის სოხუმის ფილიალში, როგორც მიწვეული პროფესორი (2001-2005), საქართვ. მათემატიკოსთა კავშირის წევრი (1968-დან), საქართვ. მათემატიკის საზ-ის რეორგანიზაციის კომისიის თავ-რე, კავშირის სათათბიროს წევრი (1989-დან), საქართვ. მათრმატიკოსთა ეროვნ. კომიტეტის თავ-ის მოადგილე (1989- 1994). ევრ. მათ. საზ-ის (EMS) დამფუძნებელი კრების მონაწილე (1990), წევრი (1991-დან), ევრ. მათ. საზ-ის საბჭოს წევრი (1994-2001), ევრ. მათ. საზ-ის აღმ. ევრ. მათემატიკოსთა დახმარების კომიტეტის წევრი (2002–2009). თეორ. და გამოყენებით მექანიკის ეროვნ. კომიტეტი, წევრი, თანათავ-რე (2000-2011), თავ-რე (2012-დან), საქართვ. მექანიკოსთა კავშირის დამფუძნებელი კრების თავ-რე (2012), პრეზიდენტი (2012-2018). ევრ. მეცნიერთა აკადემია (EURASC): წევრი (2002-დან), მათ. განყ-ბის საბჭოს წევრი (2009-2017), მსოფლიო ინოვაციების ფონდის (WIF) წევრი (2002-დან), საბუნებისმეტყველო მეცნ. აკადემიის ჯერ წევრი, შემდეგ მათემატიკა-ინფორმატიკისა და მექანიკის განყ-ბის გამგე (1999-დან), საინჟ. აკადემიის წევრი (2005-დან); გამოყენებითი მათ. და მექანიკის საერთაშ. ასოციაცის (GAMM) წევრი (2007-დან), თეორ. და გამოყენებით მექანანიკაში საერთაშ. კავშირის (IUTAM) გენ. ასამბლეის წევრი (2000-დან), ანალიზის, გამოყენებების და გამოთვლების საერთაშ. საზ-ბის (ISAAC) წევრი (2001-დან), ამერიკის მათ. საზ-ბის (AMS) წევრი (1998-დან), მექ. და მათ. ურთიერთობის საერთაშ. საზ-ის (ISIMM) წევრი (1998-დან), თსუ-ის დიდი სამეცნ. საბჭოს წევრი (1992-2005), თსუ-ის ი. ვეკუას სახ. გამოყენებითი მათემატიკის ინ-ტის სამეცნ. საბჭოს წევრი (1973-დან), თავ-რე (2007-დან), თსუ-ის სპეც. სადისერტაციო საბჭოს Ph.m.01.08 #8 წევრი (1993-2001), თავ-რის მოადგილე (2001-2006), თსუ-ის სპეც. სადისერტაციო საბჭოს სპეციალობით “დეფორმადი სხეულების მექანიკა და რიცხვითი ანალიზი”წევრი (2001-2004), საქართვ. მეცნ. აკადადემიის ა. რაზმაძის სახ. მათ. ინ-ტის სპეც. სადისერტაციო საბჭოს წევრი (1991-1993), თსუ-ის მეთოდსაბჭოს თავ-რე (1994-2005), რესპ. ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს წევრი (1968-1980), რაიონული (ვაკის) ახალგაზრდა მეცნიერთა საბჭოს თავ-რე (1973-1975). ჯ. გ.-ის ნაშრომთა სრული სია მოიცავა 200-ზე მეტ დასახელებას, მათ შორის არის 6 მონოგრაფია და 4 სახელმძღვანელო. მისი ხელმძღვანელობით შესრულდა 6 სადოქტორო დისერტაცია. იგი მონაწილე და ორგანიზატორია მრავალი საერთაშ. სამეცნ. კონფერენციისა. გ. ჯაიანი სპეც. გრანტებით მიწვეული იყო მსოფლიო საერთაშ. კონგრესებზე, კონფერენციებზე და სიმპოზიუმებზე გერმანიაში, იტალიაში, საფრანგეთში, საბერძნეთში, შვეიცარიაში, უნგრეთში, ესპანეთში, პოლონეთში, ავსტრიაში, ავსტრალიაში, კანადაში, ბრაზილიაში, ჩეხეთში, რუსეთში, ესტონეთში, სომხეთში, უზბეკეთში, ყაზახეთში, თურქეთში, ნიდერლანდებში, აშშ-ში, კერძოდ, მონაწილეობა აქვს მიღებული ICM-94, ICM-98, ICM-2018, ECM1, ECM2, ICIAM 95, ISAAC 97, 3ECM, ICTAM2000, ICIAM07, 5ECM, ICTAM2008, ICCS 17, AIDAA XXII, ACEX2014, ACEX2015, ICTAM2016, ACEX2017, ACEX-2019. ჯ. გ. არის შოთა რუსთაველის ეროვნ. სამეცნ. ფონდისა და საერთაშ. მრავალი სამეცნ. გრანტის მონაწილე და კოორდინატორი (INTAS South Caucasian Republics 2006 - Research Project No : 06-100017-8886 (2007-2009); GRDF/CRDF Grant (Georgian-U.S. Bilateral Grants Program III, GEP1-3339-TB-06, 2007-2009); Individual grant of George Sorros Foundation (1993); NATO-CNR (Italy, 1995); Ateneo (Italy, 1996); DAAD-German Academic Exchange Service (Germany, 1994, 1999); Max-Planck-Geselschaft (Germany, 1996); DFG-German National Science Foundation (Germany, 1999, 2004, 2008); NATO Science Fellowships Programme (Czech Republic 2001/2002); Partner country coordinator of a project of NATO Science Programme (NATO PST.CLG. 976426/5437) (2000-2002); The Order of Honour (Georgia, 2013); The Medal of Honour (Georgia, 1998); The Medal and Prize of the Georgian Academy of Sciences for young researchers (1974) etc.). დაჯილდოებულია ღირსების მედლით (1998), ღირსების ორდენით (2013), თსუ ოქროს მედლით (2025). თანამშრომლობს/თანამშრომლობდა რომის ლა-საპიენცას (იტალია), რომის ტორ ვერგატას (იტალია), ბაზილიკატას (იტალია) შტუტგარტის (გერმანია), პოტსდამის (გერმანია), ფრაიბურგის (გერმანია), ჰალეს (გერმანია), ბერლინის ტექნიკურ (გერმანია), ბრემენის (გერმანია), დელავერის (აშშ), პარიზის ლეონარდო და ვინჩის (საფრანგეთი) უნ-ტებთან, ჩეხეთის მეცნ. აკადემიის მათემატიკის ინ-ტთან. იგი იყო/არის მრავალი საერთაშ. სამეცნ. ჟურნ. კოლეგიის წევრი. მის სამეცნ. ინტერესების სფეროს განეკუთვნება სასაზღვრო და საწყის-სასაზღვრო ამოცანები სინგულარული დიფერენციალური განტ. და სისტემებისათვის; წამახვილებული დრეკადი გარსები, ფირფიტები და ღეროები; თხევად და დრეკად გარემოთა ურთიერთქმედების ამოცანები; მათ.ი და ტექნ. დრეკადობის თეორია; მათ. მოდელები. კერძოდ, მან გადაწყვიტა და შემდგომ განავითარა ი. ვეკუას მიერ დასმული პრობლემა წამახვილებული პრიზმული გარსების შესწავლის მათ. და მექან. ასპექტების შესახებ (1955). მის მიერ აგებულია ინტეგრალური ცხადი სახის ამონახსნები ნახევარსიბრტყის შემთხვევაში რიგის გადაგვარების მქონე ელიფსური ეილერ-პუასონ-დარბუს (ეპდ) განტ. და იტერირებულ ეპდ განტოლებისათვის, როცა, საზოგადოდ წონიან, სასაზღვრო პირობებში შედის უფრო მაღალი რიგის წარმოებულები, ვიდრე განტოლების რიგია. მიღებული შედეგები გამოყენებულია წამახვილებული პრიზმული გარსების თეორიაში. ააგო და გამოიკვლია დრეკადი ღეროების იერარქიული დიფერენციალური მოდელები, როცა ღეროს ბოლოებში განიკვეთი გვარდება მონაკვეთში ან წერტილში; მის მიერ ცხადი სახით არის ამოხსნილი ნებისმიერი განივი კვეთის მქონე წამახვილებული დრეკადი ღეროსათვის სტატიკის, საზოგადოდ არაკლასიკური ამოცანები იერარქიული და ეილერ-ბერნულის მოდელისთვის. დადგენილია კრიტერიუმი - როდის შეიძლება (არ შეიძლება) წამახვილებული ბოლოების ჩამაგრება ან დაყრდნობა. ანალოგიური ინტეგრალური და დიფერენციალური კრიტერიუმებია დადგენილი წამახვილებული პრიზმული გარსებისათვის.