ჯაფიაშვილი ვიქტორ პეტრეს ძე
ჯაფიაშვილი ვიქტორ პეტრეს ძე

ჯაფიაშვილი ვიქტორ პეტრეს ძე (20.VI.1924, სოფელი დაბა, ბორჯომის რ-ნი-7.VIII.2015, აბასთუმანი), დაამთავრა თსუ-ის ფიზ-მათ. ფაკ-ტი (1949). უნ-ტის დამთავრების შემდეგ გადადის ყანობილის მთაზე, აბასთუმნის ასტროფიზიკურ ობსერვატორიაში. პირველმა დაიწყო მთვარის შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით (1950-დან). მან მთვარის ზედაპირის პოლარიმეტრული შესწავლისათვის, პირველმა მსოფლიოში, გამოიყენა ელექტროპოლარიმეტრი – იმ დროისათვის ყველაზე ზუსტი ხელსაწყო, შემდგომში კი ამავე ტიპის ხელსაწყოებით და მეთოდით დანერგა დაკვირვებები მზის სისტემის სხვა სხეულებზეც. საფუძველი ჩაუყარა სამეცნ. მიმართულებას – "ციური სხეულების შესწავლა ელექტროპოლარიმეტრული მეთოდით", აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის დირექტორის მოადგილეა სამეცნ. დარგში, პარალელურად იგი ხელმძღვანელობს ობსერვატორიის მთვარისა და პლანეტების განყ-ბას (1957-1992). ჯ. ვ. იყო თსუ-ის პროფესორი, კითხულობდა ლექციებს ასტრონომიის განხრით, საქართველოში მზის სისტემის ობიექტების პოლარიმეტრული მეთოდით კვლევის მიმართულების დამფუძნებელი, ანატოლი კოროლთან ერთად, შექმნა და გამოსცა "მთვარის პოლარიმეტრული ატლასი" (1982), ამ სამეცნ. ნაშრომისთვის მას მიენიჭა სსრკ მეცნ. აკადემიის უმაღლ. ჯილდო ასტრონომიაში "თ. ბრედიხინის სახელობის პრემია" (1984), ასტროფიზიკოსი. ფიზ.-მათ. მეცნ. დოქტორი (1988), თსუ-ის პროფესორი. ჯ. ვ.-ს საკანდიდატო დისერტაციის თემაა: "მთვარის ზედაპირის აგებულების გამოკვლევა ელექტროპოლარიმეტრული გაზომვებით" (1955). დისერტაცია გამოიცა მონოგრაფიის სახით (1957), სადოქტორო დისერტაციის თემაა: "მთვარის პოლარიმეტრული ატლასის შექმნა და მისი გამოყენება მთვარის ზედაპირის ფიზიკური თვისებების შესასწავლად", დაიცვა მოსკოვის სახელმწ. უნ-ტის, შტერნბერგის ასტრონომიულ ინ-ტში  (1988).  არის სამეცნ. ნაშრომების ავტორი, მათ შორის: “Experiment on Obtaining Mercury& №39;s Images by the Short Exposure Method”, (Solar System Research, v. 35, Issue 3, p. 190-194, 2001); “Evaluation of the Possibilities of the STV CCD Detector for the Observations of Planets”, (Solar System Research, v. 36, Issue 4, p. 341-347, 2002). მიიღებული აქვს ღირსების ორდენი (1999).