ჯაფარიძე ზურაბ
ჯაფარიძე ზურაბ

ჯაფარიძე ზურაბ (19. I. 1930, ქ. თბილისი-16. VIII. 2000), ენათმეცნიერი, მეცნიერი. დაამთავრა თსუ-ის ფილოლ. ფაკ-ტი კავკ. ენების სპეციალობით (1954), ასპირანტურა (1957). დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია ხუნძური ენის დიალექტოლოგიის საკითხებზე. ხელმძღვანელობდა საქართვ. მეცნ. აკად. არნ. ჩიქობავას სახ. ენათმეცნ. ინ-ტის ექსპ. ფონეტ. ლაბორატორიას (1968-2000), მოღვაწეობდა თსუ-ში, სულხან-საბა ორბელიანის სახ. თბილ. სახელმწ. პედ. უნ-ტში, გელათის აკად-ში. იყო საკავშირო აკუსტიკური საბჭოს, ადამიანისა და ცხოველის ფიზიოლოგიის სამეცნ. საბჭოს მეტყველების სექციისა და საქართვ. არაერთი სამეცნ. საბჭოს წევრი. სისტემატურად მონაწილეობდა რესპ., საკავშირო, საერთაშ. კონფერენციების, სიმპოზიუმებისა და კონგრესების მუშაობაში, წარმატებით თანამშრომლობდა მსოფლიოს მრავალ სამეცნ. ცენტრთან. იკვლევდა ზოგადი და ექსპ. ფონეტ., ზოგადი ენათმეცნ., ქართ. ენის ფონეტიკური სისტემის, ბავშვთა მეტყველების, ადამიანისა და მანქანის დიალოგის, მეტყველების ანალიზისა და სინთეზის, ხუნძური ენის ფონეტ., გრამატიკისა და ლექსიკის აქტუალურ საკითხებს. დიდი წვლილი შეიტანა თანამედროვე სალიტ. ქართ. (აგრეთვე ქართ. ზოგი დიალექტის) რიტმიკულ-მელოდიკური სტრუქტურის თანამედროვე მოთხოვნილებათა შესაბამისად შესწავლის საქმეში. იყო ზოგადი ენათმეცნ., ზოგადი და ექსპ. ფონეტ. სპეციალისტი, ფილოლ. მეცნ. დოქტორი. იგი გახლდათ გელათის მეცნ. აკად. აკადემიკოსი. 

თხზ.: ჯაფარიძე, ზ. (1975). პერცეფციული ფონეტიკის ძირითადი საკითხები. მეცნიერება.