-
ავტორი
- კატეგორიები: კურსდამთავრებული ფილოლოგი პროზაიკოსი საქართველოს პარლამენტის წევრი
ჯაფარიძე რევაზ ანდრიას ძე (23.V.1923, სოფ. ბაჯითი, საჩხერის რ-ნი - 30.VIII.1999, თბილისი), დაამთავრა თსუ-ის ფილოსოფიის ფაკ-ტი (1956). იყო საბჭ. არმიის სამხ. კორესპონდენტი (1942-1949). გამოაქვეყნა პირველი მოთხრობა "სიზმარი ზღვაზე" (1949) და პირველი რომანი "ხევის პატარძალი" (1951). ამას გარდა დაწერა ხუთი რომანი: "ჯარისკაცის ქვრივი"; "მძიმე ჯვარი"; "ვნების კვირა"; "გზა გოლგოთისაკენ"; "მხევალი უფლისა". მისი სცენარის მიხედვით კინორეჟისორმა თ. აბულაძემ გადაიღო მხატვრული ფილმი "სხვისი შვილები"(1958). კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრში დაიდგა "ჯარისკაცის ქვრივი"(1965). მუშაობდა ჟურნ. "მნათობის" პროზის განყ-ბის გამგედ. იყო საქართვ. მე-3 მოწვევის პარლამენის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მშვიდობა", საარჩევნო ფორმა: პარტ. სიით (1992-1995) და საქართვ. მწერალთა კავშირის წევრი, მდივანი (1955-დან). მინიჭებული აქვს ღირსების ორდენი (1994); შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. პრემია (1983); ვაჟა-ფშაველას სახ. პრემია და საქართვ. სახელმწ. პრემია.
თხზ.: ჯაფარიძე, რ. (1951). ხევის პატარძალი. თბ., საბჭ. მწერალი-ს გამ-ბა და სტ.; ჯაფარიძე, რ. (1956). ჯარისკაცის ქვრივი, წ. 1. თბ., სახელგამი; ჯაფარიძე, რ. (1976). მძიმე ჯვარი : რომანი 3 წიგნად. წ. 2: განკითხვის დღე. თბ., მერანი; ჯაფარიძე, რ. (1984). ვნების კვირა. თბ., საბჭ. საქართვ.; ჯაფარიძე, რ. (1987). რჩეული თხზულებანი. თბ., საბჭ. საქართვ.; ჯაფარიძე, რ. (1994). მხევალი უფლისა. თბ., იბერია.